[11]

1.4K 179 207
                                    

სანამ დავიწყებდე მინდა გთხოვოთ, ნუ გამოხატავთ სიძულვილს ჯიმინის ან ჯიგუკის მიმართ. რა თქმა უნდა, ფიკი არის თეგუკზე და არანაირი ჯიგუკის წყვილი არ იქნება, უბრალოდ მოთხობას ასე სჭირდება. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ძალიან უხეშად ნუ მოიხსენიებთ ჯიგუკს ან ჯიმინს(ცოტა დაშვებულია:დ). თეგუკერებს არ მოგვეწონებოდა ჯიგუკის ფიკში თე ცუდად რომ მოეხსენებინათ. იმედია გაიგებთ რასაც ვგულისხმობ^^ მიყვარხართ^^

ახლა კი მოთხრობა👇🏻🙈

_______________________

*გუკის თვალახედვით, იმ დროს როცა თეჰიონი წავიდა*

კარებს დაბნეული გავყურებ და მუცელში უცნაური გრძნობა მივლის.

ნეტავ რამე ვაწყენინე?

მისაღებ ოთახში შებრუნებული დივანზე მძიმედ ვენარცხები და მაშინვე ლუდის ბოთლს ვიყუდებ.

რამდენიმე ყლუპის შემდეგ, ვიაზრებ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში იუნგი მე მომშტერებია და მეტიც, თვალებს მიბრიალებს.

"რა?" ვეკითხები წარბის აწევით

"შენი ტელეფონი სადაა?" უხეშად მეკითხება და დაბნეული, მაგიდაზე დაგდებული შავი მობილურისკენ ვანიშნებ.

"რათ გინდა?"

ჩემს კითხვას სრულიად აიგნორებს და ტელეფონში ქექვას იწყებს, მერე კი თავისაში იწერს რაღაცას.

"რას აკეთებ?" წარბებს ვკრავ და ხელებს სწრაფად ვწევ ზემოთ, რომ მისი ნასროლი ჩემი მობილური დავიჭირო.

"თეჰიონმა ხომ თქვა, რომ მობილური არ აქვს?"

"წინა კვირას იყიდა" ვლუღლუღებ დაბნეული.

"ძალიან კარგი, სწორედ მისი ნომერი ჩავიწერე" სახეზე ყალბ ღიმილს იკრავს. რა ჯანდაბას ცდილობს?

"რატომ?" უხეშად ვკითხულობ რაზეც ირონიულ სიცილს უშვებს

"რა შენი საქმეა? როგორც ვიცი არ ხვდებით, ასე რომ.." მხრებს იჩეჩს რაზეც მთელი სხეული მეძაბება

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now