[15]

1.7K 203 178
                                    


საავადმყფოს პატარა ოთახში უხერხული სიჩუმეა ჩამოწოლილი. არავინ არაფერს ამბობს, ერთადერთი რასაც ყველა ელოდება ეს თეჰიონის გამოღვიძებაა. ჯონგუკი ბიჭის საწოლთან, სკამზეა ჩამომჯდარი და მისი ხელი საკუთარ, უფრო დიდ მტევნებში მოუქცევია. მისი გული მძიმედ ფეთქავს, იმდენად მძიმედ, რომ ჰგონია სადაცაა მისი სხეული ამდენს ვეღარ გაუძლებს და მფეთქავი ორგანოც ძირს დაენარცხება.

მისი გონება ყველგან დაქრის და თანაც არსად. თითქოს  მსოფლიოს ყველა ადგილს სათითაოდ უვლის, ამავდროულად მხოლოდ თეჰიონზეა მიჯაჭვული და მის  გარდა ვერაფერზე ფიქრობს.

თეჰიონი  თეჰიონი   თეჰიონი

მისი გონება სასოწარკვეთილებითაა მოცული, მით უმეტეს, რომ ექიმი ჯერ კიდევ არ გასაუბრებია არც ერთს.

როდის გაიღვიძებს თეჰიონი?
კონკრეტულად რა დაავადება სჭირს?
ექიმი როდის შემოვა?
როდის შეიძლება თეჰიონის სახლში წაყვანა?
ოდესმე მაპატიებს?

მის თავში ყველანაირი პასუხგაუცემელი კითხვა დაძრწის და ყოველ კუთხე-კუნჭულს მტკივნეულად ეხეთქება..

მაპატიებს?

ოთახის კარები ხმაურიანად იღება და შიგნით თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალი შემოდის.

"კიმ თეჰიონის ოჯახის წევრთან მსურს საუბარი"

ჯონგუკი მაშინვე ფეხზე ხტება და ჯიმინს და ჰოსოკს გვერდს უვლის. როგორც ჩანს ორივე ბიჭი ექიმთან აპირებდა მისვლას, მაგრამ არა, ახლა ჯონგუკია თეჰიონის ოჯახი. ალბათ ასე უკეთესი იყო.

"მე ვარ" მკაცრად ამბობს და დანარჩენებს მთლიანად აიგნორებს.

"ჯონგუკ.." ჩურჩულებს ჯიმინი მაგრამ უმცროსი მას თვალებს უბრიალებს და კვლავ ექიმისკენ იხედება.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now