[19]

1.6K 160 93
                                    




ამის წერას BTS relaxing chill mix-ის ფონზე ვიწყებ და მგონი ძაან soft გამომივა:3 guys i love bangtan like wtf fuck you for making me this emotional ugh


______________________________________________________________

დილით, როცა თეჰიონი იღვიძებს, ერთადერთი რასაც გრძნობს სასიამოვნო სითბოა მის გარშემო. თვალებგაუხელელად უხახუნებს ცხვირს მის გარშემო შემოხვეულ სხეულს და სახეს მის კისერში რგავს, მერე კი ტუჩებს წინ ბზეკს და პატარა კოცნას აწებებს. მხოლოდ მაშინ ახელს თვალებს, როცა ხმადაბალი ხითხითი ესმის და მაშინვე გუკის მბრწყინავ შავ თვალებს ეჩეხება.

"ჰეი" პატარა ხმით ამოთქვამს თეჰიონი და გუშინდელის გახსენებაზე სახე უწითლდება.

"ჰეი" პატარა ღიმილით ამოთქვამს გუკი, გრძელ თითებს ნელა უცურებს თმებში და თამაშს იწყებს. რამდენიმე წუთი ორივენი გაუნძრევლად წევს, ერთმანეთს უღიმიან და სიტუაციით ტკბებიან. თეჰიონი ნელა იწევა დაბლა, საბანსაც ქვეოთ აცურებს და გუკის გულ-მკერდის დანახვაზე სუნთქვა ეკვრის. ნელა იხრება და ტუჩებს ნაზად აწებებს კანზე, რაზეც გუკი შეკავებულ სუნთქვას უშვებს გარეთ. თეჰიონი პატარა კოცნების დატოვებას განაგრძობს ბიჭის გულ-მკერდზე და შიგადაშიგ სულელივით ეღიმება რასაც უმცროსი კანზე გრძნობს და პატარა ხითხითს უშვებს, ბიჭს ზემოთ ექაჩება და ტუჩებზე ეწებება.

"პატარავ, მალე უნდა წავიდეთ, გზაში დიდი დრო გვჭირდება, ბიჭებმა კი მთხოვეს ახალი წელი მათთან გაგვეტარებინა. პირველში იქ უნდა ვიყოთ" ოხვრით ამოთქვამს.

"აჰჰ.. მაგრამ აქ ისეთი ლამაზია.." ტუჩებს ბზეკს თეჰიონი

"თუ მოგინდება ისევ დავბრუნდებით" იღიმის და თითებს ბიჭის მუცელზე არბენინებს, რაზეც თეჰიონი სიცილს უშვებს.

"კარგი, კარგი! ოღონდ ჯერ ცოტა ხნით კიდევ გავიდეთ ოკეანესთან" იღიმის და მატრასზე ჯდება.

"როგორც ჩემს პატარას უნდა"

თეჰიონი დაბღვერილი ბრუნდება გუკისკენ და თვალებს უბრიალებს.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now