[4]

2.2K 260 168
                                    

"ავტობუსით?" გაკვირვებით ამოთქვა ჯონგუკმა და ხმადაბლა გაეცინა როდესაც თეჰიონმა ზედმეტი ენთუზიაზმით დაუქნია თავი

"კარგი გაჩერდი თორემ მანქანის შუშასთან შემოსმულ მოქანქარე სათამაშოს გავხარ"

თეჰიონმა ჯონგუკის რეპლიკა უბრალოდ დააიგნორა და ბიჭი ავტობუსისკენ წაათრია. რატომღაც აღტაცებული იყო იმ ფაქტით, რომ ჯონგუკთან ერთად იმგზავრებდა, სულელურია არა?

ქერამ უეცრად სიარული შეწყვიტა და ელვის სისწრაფით მოტრიალდა, რის შედეგადაც გუკის სხეული მისსაზე აეკრო. მათი სახეები კრიტიკულად ახლოს იყო ერთმანეთთან რამაც ბიჭების სუნთქვის შეკვრა და სახეზე წამოწითლება გამოიწვია.

თეჰიონი ნელა გაიწია უკან და უხერხულად შეისწორა ტანისამოსი, რომელსაც სინამდვილეში შესასწორებელი არც არაფერი ჰქონდა.

"ამმ.. მაპატიე.. უბრალოდ მინდოდა მეკითხა ეს ავტობუსი მიდიოდა თუ არა შენს.. ამმ.. მეგობართან?.." ქერას წინადადება კითხვასავით გაჟღერდა, რის გამოც სახეზე უფრო მეტად წამოწითლდა.

გუკი მთელი ძალებით ცდილობდა ბიჭის სისაყვარლეზე არ გაჰღიმებოდა და უბრალოდ თავი დაუქნია, რითაც ანიშნა, რომ მათ წინ მდგარი ავტობუსი სწორედ ის იყო, რომელიც სჭირდებოდათ.

"მაშინ წავედით" გაიღიმა თეჰიონმა, ბიჭს კვლავ მაჯაში ჩაჭიდა ხელი და ავტობუსისკენ გაათრია, თუმცაღა ჯონგუკი ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ იყო. სრულიადაც არა.

ავტობუსში ასვლისთანავე გუკი თავისუფალი ადგილისკენ დაიძრა თუმცა თეჰიონმა გააჩერა.

"ვიდგეთ რა" ამოიჩურჩულა და იმის მიუხედავად, რომ გუკი ცოტათი გააკვირვა ბიჭის ნათქვამმა, მაინც მაშინვე დათანხმდა, რის გამოც მერე საკუთარ თავსაც კი შეაქო, რადგან მგზავრობისას ფეხზე დგომა ნამდვილად ღირდა თეჰიონის მანათობელი ღიმილიდს ნახვად.

"გუკ, შენს მეგობრებზე რამე მითხარი. როგორები არიან?"

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now