[8]

1.5K 195 50
                                    


Taekook i life

Yeah go on👇🏻

_____________________
ახალგაზრდა მხატვარი კვლავ ბეტონის სქელ მოაჯირზე იყო შემომჯდარი. გუკი ჯერ არ ჩანდა, ამიტომ მშვიდად აგრძელებდა წიგნაკში რაღაცის წერას და სულაც აღარ ახსოვდა გვერდზე არეულად დაყრილი ფუნჯები.
ზედმეტად მნიშვნელოვანი გახდა მისთვის ეს წიგნაკი, ფურცელზე არეულად მიჯღაპნილი სიტყვები იმაზე მეტს ნიშმავდა ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. მით უმეტეს მაშინ, როცა თითოეული სიტყვა ერთ განსაკუთრებულ ფოტოგრაფს ეკუთვნოდა.

"ხატვიდან წერაზე გადახვედი?" ნაცნობი ხმა მოესმა თუ არა საგრძნობლად შეხტა და სწრაფად დაკეტა ბლოკნოტი. გუკმა ცალი წარბი ასწია და ისე შეათვალიერა უფროსი, მერე კი უფრო მიუახლოვდა და ხელები წელზე შემოჰხვია.

"არ მეტყვი რას მალავ?" ბიჭის ყურთან ამოიჩურჩულა, თუმცა რა თქმა უნდა ქერამ ბავშვივით გააქნია თავი და წიგნაკი უფრო აიკრო გულ-მკერდზე. "მეწყინება" ამოთქვა უმცროსმა იმ იმედით, რომ ასე მაინც გაანდობდა თავის ნაწერებს თეჰიონი.

"გუკ.." ქერამ ტუჩები წინ გამოსწია და ბიჭს ლეკვის თვალებით ამოხედა "მოიცადე სანამ დავასრულებ რა.." ამოიწუწუნა და ჯონგუკს უბრალოდ არ შეეძლო ამ სისაყვარლისთვის უარის თქმა, ამიტომ უბრალოდ თავი დაუქნია და მიეხუტა.

ცოტა ხნით სიჩუმეში ისხდნენ ერთმანეთზე მიხუტებულები. ორივე საკუთარ ფიქრებში ჩაძირული და გადაკარგული.

თეჰიონი ხვდებოდა, ხვდებოდა, რომ ეს სწორედ ის ერთადერთი გრძნობა იყო რომელსა მთელი ცხოვრება ელოდა. სურდა გუკისთვის მაგრად ეკოცნა და მალდობა ეთქვა იმისთვის, რომ საშუალება მისცა ეს გრძნობა გამოეცადა, მაგრამ რაღაც აბრკოლებდა და ეს რაღაც შიში იყო.
შიში იმისა, რომ ყველაფერი ზედმეტად მალე მოხდა და გუკი იმავეს არ გრძნობდა, რომ მის გრძნობას სერიოზულად არ მიიღებდა...

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now