[21]

1.4K 157 84
                                    


unedited

*2 წლის შემდეგ*

რა თქმა უნდა, ყველაფერი იოლი არ ყოფილა წყვილისთვის. განა როდისაა ცხოვრება იოლი?
მაგრამ მათ გადალახეს ბარიერები, დაამარცხეს პრობლემები და მშვიდად განაგრძეს ცხოვრება. ამ ყველაფრის გაკეთება ბევრად ადვილია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც არ მიგატოვებს და მუდამ გვერდში გეყოლება.

თეჰიონის დახმარებით ჯონგუკმა საკუთარ ოჯახთან გააუმჯობესა ურთიერთობა, მეგობრებთან უფრო მჭიდრო კავშირი გაუჩნდა, ქერა ბიჭთან ერთად გეგმავდა საკუთარ გამოფენებსა თუ ფოტოსესიებს.

თეჰიონმა კი გუკის წყალობით შეძლო მოეკრიბა ძალა და მშობლებს კვლავ შეხმიანებოდა, მეგობრებიც ხომ გუკმა დაუბრუნა მხატვარს... ბიჭი ამაყობდა როცა საკუთარ გამოფენებზე ჯონგუკს შეყვარებულად აცნობდა დამფინანსებლებსა თუ ხელოვანებს, რადგან ეს ფოტოგრაფი სწორედაც რომ მისი ცხოვრების მთავარი მიღწევა იყო. ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე კვლავ მოანდომა.

"თე გთხოვ ამ ერთხელ წავიდეთ რა მანქანით" ბურდღუნებს ჯონგუკი, თუმცა კარგად იცის, რომ ბიჭი არც ახლა დათანხმდება.

"კარგი"

"მართლა?" ფოტოგრაფს თვალები უფართოვდება.

"რა თქმა უნდა, არა" ხითხითებს ქერა და ჯონგუკს ძალიან უნდა გაბრაზებული სახე შეინარჩუნოს, მაგრამ შეყვარებულის სისაყვარლეზე მაინც ეღიმება.

"ჯანდაბას, მაშინ ფეხი გამოადგი უცნაურო მხატვარო"

"და ამას შეშლილი ფოტოგრაფი მეუბნება, დაჰ" ერთმანეთის მსახიობობაზე ხალისიანად იცინიან და ავტობუსის გაჩერებისკენ გადახვეულები მიუყვებიან გზას.

***

"სად ხართ ამდენი ხანი" კარების გაღებისთანავე წუწუნებს ჯინი და უკან ბურტყუნით ტრიალდება.

"კი კარგად ვარ, მადლობა" სარკასტულად ამოთქვამს ჯონგუკი და თეჰიონს დივნისკენ უბიძგებს.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now