[23]

2.2K 206 231
                                    


კითხვისას მოუსმინეთ:33 


"თე, ხომ იცი, შეგიძია გველაპარაკო, უბრალოდ გვესაუბრე და უფრო ადვილად დაძლევ და დაივიწყებ ყველაფერს" თითქმის ეხვეწება ჯინი, რაზეც ქერა ოდნავ იღიმის.

"კარგად ვარ ჯინ, და თანაც არაფრის დავიწყებას არ ვაპირებ" მშვიდად ამოთქვამს და ეტლით ნელა გადის ოთახიდან.

დრო გადის, თუმცა არაფერი იცვლება. ჯონგუკის გარეშე არაფერს აქვს აზრი თეჰიონისთვის და ამას უკვე ყველა აცნობიერებს. 

მხატვარი თითქოს დაცალეს, დააცარიელეს, ფერები წაართვეს.

თავადაც ვერ აცნობიერებს რაღას აკეთებს ამ დაწყევლილ დედამიწაზე, ჯონგუკთან ერთად ის რატომ არ წაიყვანა ღმერთმა? ამ საცოდავი ბედისთვის რატომ გაწირა?

ფანჯარასთან ეტლში მჯდომი მხატვარი პატარა ღიმილით დაჰყურებს საქორწინო ბეჭედს, ცოტახანში კი ფანჯარაზე დებს, ჯონგუკის ბეჭედთან ერთად და ღიღინს იწყებს. გარედან შემოსული ზამთრისთვის უცნაური მზის ნათება პირდაპირ ეცემა ბეჭდებს და ვარსკვლავებისნაირად აბრჭყვიალებს. 

"blue side.." ღიღინებს ქერა და პატარა ღიმილით უსვამს თითს ორივე ბეჭედს. ისინი მაინც არიან ერთად, მათი სიყვარულის სიმბოლოები.  ბიჭის გონება შორს, ოკეანის პირას დაქრის, თვალებს ხუჭავს და წარმოიდგენს, თითქოს თავად ნიავია და ოკეანეს ზემოდან სათუთად ეფერება, სიყვარულის ამბორს უტოვებს, ეალერსება.

ცდებოდა, თავად კი არა, გუკია ოკეანე. გუკი გახდა ის, რაზეც თეჰიონი ყოველთვის ოცნებობდა, მაგრამ თეჰიონი მარტო დატოვა.

 ნუთუ ესაა ცხოვრების სამართალი?

"მოვა დრო, და ორივე ოკეანესავით თავისუფლები გავხდებით თე" უმცროსის სიტყვები კვლავ ჰარმონიასავით ჩაესმის ყურში.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now