[12]

1.3K 179 69
                                    

hey angels ^^ (fallen angels😈)
მინდოდა მეთქვა..
მართლა ძალიან ვწუხვარ ასე რომ გაწამებთ, პერსონაჟებთან ერთად >< აი სვეარ, ერთ დრამას დავატრიალებ და რამდენიმე თავში გეღირსებათ საყვარელი და ტკბილი მომენტები >< :დ

now 👇🏻🙈

______________________
*კვირა. 9სთ და 28წთ*

ერთ საათიანი მომზადებისა და სარკეში საკუთარი დამშვიდების შემდეგ, თეჰიონი კიბეებზე ზედმეტად ნელა და გაუბედავად ჩადის.

"წავედით?" იღიმის გუკი და ისიც სწრაფად უქნევს თავს

ავტობუსში ადიან თუ არა, გუკი ხალხთან საუბარს იწყებს, როგორც ამას თეჰიონმა მიაჩვია, ქერა კი პატარა ღიმილით უყურებს ამ ყველაფერს.

რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლის შემდეგ უცნობ ქუჩაზე ხვდებიან, თუმცა თეჰიონი თავის თავში დარწმუნებული ჩანს, ასე რომ სწრაფად სთხოვს ჯონგუკს თვალების ახვევის უფლებას და უმცროსიც სიცილით უქნევს თავს.

დაუსრულებელი სიარულის შემდეგ როგორც იქნა ადგილს უახლოვდებიან.

"აქ საფეხურია" მზრუნველი ხმით ამბობს თეჰიონი და ბიჭს კიბეებზე ასვლაში ეხმარება.

გუკი გრძნობს, რომ ქუჩაში აღარ არიან და ინტერესით კრავს წარბებს.

"თე, ნუღარ მაწვალებ" ბავშვივით წუწუნებს და ადგილზე ცქმუტავს, ქერას სახეზე თბილი ღიმილი ეკრობა.

"გთხოვ, არ შემიძულო" არის ბოლო სიტყვები რასაც თეჰიონი ამბობს მისი თვალების განთავისუფლებამდე.

ფოტოგრაფი ნელა ახელს თვალებს და მთელი სხეულით იყინება.

უნდა რომ იყვიროს, გაიქცეს, დაიმალოს, მაგრამ არც სხეული ემორჩილება და არც ხმა.

ბიჭს ცივი ოფლი ასხავს.
ტკივილნარევი თვალებით შეჰყურებს მის წინ მდგარ ადამიანებს და ვერ ხვდება რას უნდა გრძნობდეს ახლა.

თეჰიონი მოშორებით დგება, რათა ოჯახის წევრებს პირადი სივრცე მისცეს.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now