[7]

1.8K 211 103
                                    



ადამიანები მუდამ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი რამ დავაიგნოროთ, გავექცეთ პრობლემებს და დავემალოთ მათ.  მაგრამ საკითხავი ისაა, ეს ყველაფერი გვეხმარება თუ უფრო მეტად გვანადგურებს?
ამ კითხვაზე პასუხს ალბათ ცხოვრების ბოლოს გავიგებთ..

***

ტკბილი სურნელი, სითბო და სიმშვიდე.
აი ესაა რასაც ახალგაზრდა ფოტოგრაფი გრძნობდა იმ დილით. მთელი თავისი დარდები დაევიწყებინა და გაღვიძების შემდეგაც თვალდახუჭული, უბრალოდ ტკბებოდა ქერას სიახლოვით.

თვალებს ნელა ახელს და პატარა ღიმილით ათვარიელებს თეჰიონის მშვიდ, მშვენიერ სახეს.

გული ყელში ებჯინება როცა ამჩნევს, რომ ბიჭს ზემოდან არაფერი აცვია და არც საბანი აქვს გადაფარებული.

ალბათ ღამით გაიხადა.. გაიფიქრა და ტუჩზე იკბინა.

ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები დიაგონალურად ეცემოდნენ მის პრიალა კანს. ჯონგუკს სურვილი კლავდა ბიჭის ყველა წერტილი თავისი ტუჩებით დაელაშქრა. ისიც იცოდა, რომ გონება ამას არც კი დაუშლიდა, მის წინ ხომ უნაკლოების მაგალითი იყო გაწოლილი..

ფოტოგრაფმა სწრაფად გააქნია თავი, ბიჭს სუსტი კოცნა დაუტოვა შუბლზე და ლოგინიდან წამოხტა.

მის გონებაში რაღაც აზრმა გაიელვა, რომელმაც უფრო დიდი ღიმილი მოჰგვარა.
ჩუმად დატოვა ოთახი, რათა ქერა ანგელოზი არ გაეღვიძებინა და ფეხაკრეფით ჩავიდა კიბეებზე.

გეგმის სისრულეში მოსაყვანად მაშინვე სამზარეულოსკენ აიღო გეზი და უჯრებში ქექვას მოჰყვა.

"სადღაც უნდა ჰქონდეს" დუდღუნებს და როცა საბოლოოდ თავის მიზანს აღწევს, გამარჯვებული იღიმის.

მშვიდად და აუჩქარებლად აკეთებდა ყველაფერს.
ტაფაზე ბლინები შუშხუნებდა და სახლშიც საამური სურნელი ტრიალებდა. ჯონგუკმა გადაწყვიტა სანამ ბლინები კარგად შეიწვებოდა მანამდე კიდევ ერთხელ მოეთვალიერებინა სახლი.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now