[13]

1.4K 196 168
                                    

გაის დაკომებას ნუოზარებთ რა^^ სორით რომ გაწვალებთ თეჰიონოს ფიქრებით ჰეჰე^^ გყვარობთ <3

_______________________

"აპირებ მათთან ურთიერთობის აღდგენას, არა?" მეორე დღეს ჯინთან შეკრებაზე წასვლისას, თეჰიონმა კვლავ მშობლებზე ჩამოაგდო თემა.

"ალბათ, თუმცა ასე ადვილი არაა პირდაპირ ძველი თბილი ურთიერთობა აღვადგინო, შესაძლოა რაღაც მიზეზები ჰქონდათ და ფოტოკამერაც არ დაუმტვრევიათ, მაგრამ მთლად უდანაშაულოები არ ყოფილან" მხრებს იჩეჩს ბიჭი

თეჰიონი არაფერს ამბობს, რადგან კარგად ესმის მისი. ისიც საკმარისია მისთვის, რომ ჯონგუკმა მშობლები ნახა და სიმართლე გაიგო. ესეც აბედნიერებს ქერას.

"ჯიმინმა დამირეკა" ამბობს ჯონგუკი და თეჰიონი მთლიანი სხეულით იძაბება "მითხრა ჯინთან მოვდივართ და იქნებ გამომიაროო, ვუთხარი, რომ შენთან ერთად მოვდიოდი და ასე თქვა, იქ დაგელოდებითო" მხრებს იჩეჩს უმცროსი

როგორ უნდოდა თეჰიონს ჯიმინის გრძნობები დაევიწყებინა და თავის ბედნიერებაზე ეზრუნა. როგორ უნდოდა ჯონგუკთან დარჩენილიყო სამუდამოდ, მაგრამ ძალიანაც რომ ეცადა, ამას ვერ შეძლებდა. გუკს ვინმე სჭირდებოდა გვერდზე, ვინმე ვინც თეჰიონის წასვლის მერე მასთან დარჩებოდა და გაამაგრებდა.
არ უნდოდა ვინმესთვის ტკივილის მოტანა თეჰიონს, ვერ იტანდა იმ ფაქტს, რომ შესაძლო იყო გუკს სტკენოდა მის გამო. როგორ უკვდებოდა გული ამის გაფიქრებაზეც კი.

"თე? კარგად ხარ?" ანერვიულებული ხმით კითხულობს უმცროსი

"ჰო.. შეგეძლო მისთვის გაგევლო, მე და შენ ისედაც სულ ერთად დავდივართ" ჩუმი ხმით ამოთქვა რაზეც ჯონგუკმა მხოლოდ გაიცინა და ბიჭს წელზე შემოხვია ხელი.

თეჰიონს ლოყები აუწითლდა და თავი დაბლა დახარა. არ შეეძლო გუკის სიტკბოს გაძლება, ზედმეტად კარგი იყო ბიჭი მისთვის.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now