[22]

1.6K 172 172
                                    




კითხვისას ამას მოუსმინეთ რჩევაა <3 სიმღერის ტექსტსაც დაუკვირდით, მთლიანად თეჰიონის ემოციებია ამ სიმღერაში <3




___________________________________________________________________________________

თეჰიონი ადგილზე გაშეშებული შეჰყურებს ჯონგუკს, რომელიც სევდიანად უღიმის. უცმროსის წითელი, ლამაზად გამოყვანილი ბაგეები სისხლითაა სავსე და სითხე მის ნიკაპზე ჩამოცურებასაც ლამობს.

მხატვარი სხეულს ვერ გრძნობს, უნდა, რომ ამ მოაჯირიდან ჩამოხტეს, ჯონგუკს ხელი მოჰკიდოს და სახლში გაბრუნდეს, მაგრამ ვერ ინძრევა, სხეულს ვერ იმორჩილებს.

მალევე ბიჭის გონებას შიში და პანიკა იპყრობს, დამძიმებული ხელები კანკალით ააქვს და ჯონგუკს ლოყაზე ნაზად ეფერება. სიამოვნებს უმცროსის გლუვი, ნაზი კანის შეხება, თითის ბალიშებს ჰარმონიულად ათამაშებს მის კანზე და ცდილობს მისი სითბო ბოლომდე შეიგრძნოს.

ფოტოგრაფი სუსტად იღიმის, მისი ხელები გაუნძრევლად ასვენია ბიჭის გარშემო.

თეჰიონის დაბინდული გონება ძლივს ახერხებს ჯონგუკის ტუჩებზე კონცენტრირებას, რომელიც დიდი წვალებით ცდილობს ლაპარაკს.

"თე-თეჰიონ, კიმ თეჰიონ" ჩურჩულებს და სახეზე ტკივილი ესახება, თეჰიონს ყვირილი უნდება, ტირილი, მაგრამ ვერც ერთს ახერხებს, ახლა ამ სამყაროს გამოთიშულია, სრულიად ვერ აზროვნებს, არ იცის რა ხდება.

"პი-პირველად ამ ბე-ბეტო-ნის მოაჯირზე შე-შემომჯდა-რი დაგინა-ხე, ბრწყინავდი, ღა-ღამეს ანათებდი" ჯონგუკი ახველებს და მისი ბაგეებიდან მეწამული ფერის სისხლი ახლა უკვე ნიკაპზე, მერე კი ყელზე სრიალდება. თეჰიონი სრულიად შეძრწუნებული უყურებს სანახაობას, ხელები ეყინება, თავი უმძიმდება, ყველა გარე ხმას წუილად აღიქვამს ჯონგუკის, მისი ერთადერთი სიყვარულის სიტყვების გარდა.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now