ცხრა წლის წინ
ფანჯარასთან ვდგავარ და ქალაქს გავყურებ ბავშვთა თავშესაფრიდან. უკვე მეათე ოჯახმა დამაბრუნა უკან. ნუთუ ასეთი ცუდი ვარ?- როგორ ხარ, უიღბლო? _ მომესმა შელის ხმა.
- თავი დამანებე.
- უკვე მეათე ოჯახმა დაგაბრუნა უკან... არ ფიქრობ რომ არავის სჭირდები? არავის მოსწონხარ... ხომ არ აჯობებს თავი მოიკლა?მისმა სიტყვებმა ჩემი ატირება მოახერხა. ფანჯარას მოვშორდი და ჩემს ოთახში გავიქეცი. შიგნით შევვარდი და საწოლზე დავეცი. მწარედ ავტირდი.
რა მატირებს? შელი ხომ ყველას ასე ექცევა? ჩემს თავზე ვბრაზობ.
მშობლებმა აქ დამტოვეს... ისიც კი არ ვიცი ვინ ვარ... მხოლოდ სახელი და გვარი... მეათე ოჯახმა უკან დამაბრუნა... იქნებ შელი მართალია და დროა თავი მოვიკლა...
YOU ARE READING
Dead Body
Fanfictionორი საუკეთესო მეგობარი ცხოვრებას თავიდან დაიწყებენ, როცა ამერიკიდან ლონდონში ჩავლენ. ლუსი _ გოგონა, რომელიც შემდგომ იმ ადამიანს პირისპირ შეხვდა, ვინც ცხოვრება დაუნგრია. ჰაზელი _ გოგონა, რომელიც დიდ გაურკვევლობაში აღმოჩნდება.