თავი მეცხრე

506 39 1
                                    

Lucy's P.O.V.


სად ჯანდაბაში წავიდა ჰაზელი?! როგორც წესი ასე არ იქცევა ხოლმე. მთელი ღამე არ მოსულა. ახლაც ველოდები. აქეთ-იქით დავდივარ.

კარი იღება და შიგნით ჰაზელი შემოდის. დამინახა თუ არა ადგილზე გაშეშდა.

- სად იყავი? მთელი ღამე არ მოსულხარ.
- ლუსი... ბოდიში _ თავი ჩახარა _ ყველაფერს გეტყვი.

ყველაფრის მოყოლა დაიწყო. გავიგე, რომ ჰარიმ და მან ერთმანეთს აკოცეს. ძალიან სასაცილო იყო, როცა მიყვებოდა. გაწითლდა.

- არ მჯერა _ ვუთხარი, როცა მოყოლა დაასრულა.
- რა არ გჯერა? _ თვალებგაფართოებულმა მკითხა.
- რომ შენ და ჰარიმ აკოცეთ. შანსი არაა, რომ შენ ვინმე შეგხებოდა. ძალიან უკარება ხარ. ისე, ჰარი ხო კარგადაა?
- კი. რა მოხდა?
- უცნაურია. კარგი, თავი მოიწესრიგე.

ფეხზე წამოხტა და სააბაზანოში შევიდა. ჰარი და ჰაზელი... მისთვის პირველია. ვინმე არასდროს ჰყოლია. ბევრი მიზეზი ჰქონდა იმისთვის, რომ ასეთ რამეზე არ ეფიქრა. ყოველთვის საქმეზე იყო კონცენტრირებული. ახლა კი ვიღაც ბიჭთან ერთად მარტო ოთახში დარჩა.

გუშინდელი გამახსენდა. ლუი საპირფარეშოში შემომყვა. არ ვიცი რა უნდა. უბრალოდ რაღაცის თქმა დააპირა, შემდეგ გადაიფიქრა. გატრიალდა და წავიდა. ამან დამაბნია.

ჰაზელთან ერთად კოლეჯში მივდივარ. გუშინდელზე ყველაფერი მომაყოლა.

შენობაში შევედით. ჰაზელს ლოყაზე ვაკოცე და კლასისკენ გავეშურე. პირველი ლიტერატურა მაქვს. დამეძინება. კლასში შევედი თუ არა, მაშინვე ნაილს მოვკარი თვალი. მის გვერდით არავინ იჯდა ასე, რომ გვერდით დავუჯექი.

- ლუსი _ დიდზე გამიღიმა.
- როგორ ხარ?
- ამ გაკვეთილზე? _ გამეცინა _ იცი? ზეგ წვეულებას ვმართავ. ისევ.
- კარგია _ ეს ჰაზელს არ მოეწონება.

მთელი გაკვეთილის მანძილზე ვლაპარაკობდით. შენიშვნაც დავიმსახურეთ. ზარი დაირეკა თუ არა, დერეფანში გამოვედით. ნაილის გვერდით შეუძლებელია მოიწყინო. ჰაზელს ვერ ვხედავ. ნეტავ, ჰარისთან ხომ არაა?

Dead BodyWhere stories live. Discover now