თავი ოცდამეშვიდე

365 31 0
                                    

Lucy's P.O.V.

დღეები გადის.

უკვე ერთი თვეა, რაც ჰაზელი და ჰარი ჯერ კიდევ კომაში არიან. ექიმები ამბობენ, რომ მალე გაიღვიძებენ... მაგრამ მე ამის არ მჯერა.

მთელ დღეებს ლუისთან ერთად ვატარებ. მისი დახმარებით შევეგუე ამ ფაქტს.

ძალიან მინდა ერთ დღეს გავიღვიძო და ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდეს. სამწუხაროდ ეს ვერ მოხდება, რადგან ეს რეალობაა.

ყველა გაკვეთილს ვესწრები, ვმეცადინეობ ცარიელ ოთახში, ყოველი დღე ნაცრისფერია. საავადმყოფოში მათ სანახავად მივდივართ ხოლმე.

რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. ორივე ერთ პალატაში არიან.

ახლა მე და ლუი საავადმყოფოში მივდივართ.

მანქანა პარკინგზე გაჩერდა. გარეთ გადავედით და საავადმყოფოსკენ დავიძარით. შიგნით შევედით და ლიფტისკენ წავედით. ღილაკს თითი მივაჭირე.

- ექიმმა თქვა რომ ჰარის ნაკლები დაზიანება ჰქონდა თავის არეში. ასე რომ ის ჰაზელზე მალე გაიღვიძებს _ მითხრა ლუიმ.
- ეს ძალიან კარგია _ გავიღიმე.

ლიფტის კარი გაიღო და ჩვენც შიგნით შევედით. მესამე სართულზე ავედით და სამოცდამეცხრე პალატაში შევედით.

ისევ იგივე სურათი.

გვერდიგვერდ წვანან. ორივე აპარატზე არიან შეერთებული და ხელში კათეტერი უდგათ.

- უნდა გავიდე _ ვთქვი და გარეთ გამოვედი.

ლუი იქ დარჩა. ცოტა ხანში კი გარეთ გამოვარდა. სახეზე აღელვება ეტყობოდა.

- რა მოხდა? _ ფეხზე წამოვდექი.
- ჰარი... მან გაიღვიძა.
- რა?! _ წამოვიკივლე სიხარულისგან.
- ექიმი უნდა ვნახო.
- ხო... დროზე... წადი.

ლუი ექიმის მოსაყვანად გაიქცა, მე კი პალატაში შევედი. ჰარი საწოლზე წამომჯდარიყო და ჰაზელს უყურებდა. როცა შევედი, შემომხედა.

- ჰარი _ სახე გამობრწყინდა.
- რა... აქ რა მინდა?
- ჰარი _ მასთან მივედი.
- ჰაზელს რა სჭირს? _ შიშით მითხრა.
- არაფერი გახსოვს?
- არა... ლუსი, რა ჯანდაბა მოხდა?
- შენ... თქვენ... სატვირთოს დაეჯახეთ... სასწაულია, რომ გადარჩით... ორივე კომაში იყავით, მაგრამ ახლა გაიღვიძე...
- რამდენი ხანი ვიყავი კომაში?
- ერთი თვე...
- და ჰაზელი? ის რატომ არ იღვიძებს? _ ისევ ჰაზელს შეხედა.
- ორივემ ერთნაირი დაზიანებები მიიღეთ, მაგრამ მას... თავის არეში უფრო მეტი დაზიანება ჰქონდა, ვიდრე შენ.
- კარგი _ თავი ჩახარა.
- ნუ ღელავ. ისიც მალე გაიღვიძებს.
- ლუი სად არის?
- ექიმის მოსაყვანად წავიდა.
- კარგი _ ჰარიმ ადგომა დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო _ ჯანდაბა! ყველაფერი მტკივა.
- აბა, რა გგონია? სატვირთოს დარჯახეთ... თანაც ექიმმა თქვა რომ როცა გიპოვეს, ჰაზელი შენს ქვეშ იწვა... სხეულზე მხოლოდ ნაკაწრები ჰქონდა...
- მაგრამ მაინც დაზიანდა... _ თქვა სევდიანი ხმით.
- უბრალოდ მან თავი ძლიერად დაარტყა... ნუ მოძრაობ. რამდენიმე ნეკნი გქონდა მოტეხილი, კიდევ ხელი და ლავიწის ძვალი. უამრავი დალურჯება და რამდენიმე ჭრილობაც არ დაგავიწყდეს.

მოულოდნელად კარი გაიღო და ოთახში ლუი და ექიმი შემოვიდნენ. ექიმმა ჰარი გასინჯა და კმაყოფილი სახით ჩვენკენ მობრუნდა.

- პაციენტი კარგადაა. დროებითი ამნეზია აქვს. კომიდან გამოსვლის შემდეგ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
- რამდენ ხანში აღიდგენს მეხსიერებას? _ ჰკითხა ლუიმ.
- ორ-სამ დღეში. მოტეხილობები შეუხორცდა, მაგრამ ერთი კვირით მაინც მოერიდოს დატვირთვას. ტკივილგამაყუჩებლებს გამოვუწერ.
- ანუ შეუძლია დღესვე დატოვოს საავადმყოფო? _ ლუი ღიმილს ძლივს იკავებდა.
- დიახ. თუ რა თქმა უნდა, მას ეს სურს.
- მშვენიერია _ ოდნავ შევხტი.
- თქვენის ნებართვით, მე დაგტოვებთ.
- კარგით. გმადლობთ _ თქვა ლუიმ.
- გაიგონე _ ჰარისთან მივედი _ დღესვე შეგიძლია წამოხვიდე.
- ჰაზელი აქაა...
- ის გაიღვიძებს. ახლა კი წამოდი.
- ლუსი მართალია. მის სანახავად შეგიძლია ყოველდღე მოხვიდე... ჯანდაბა, ჰარი! მთელი ერთი თვე თქვენს გაღვიძებას ველოდით... ახლა კი... უბრალოდ გთხოვ, ჰარი... წამოდი... _ თქვა ლუიმ.
- კარგი.

ლუიმ საცხოვრებლიდან ჰარის ნივთები მოუტანა. მე და ლუი დერეფანში ვიცდით. მალე ჰარიც გამოვიდა.

- წავედით? _ ჰკითხა ლუიმ.
- კი.

ექთანი ჰაზელის პალატაში იყო.

ლუიმ ჰარის ჩანთა გამოართვა, ჰარი კი მას დაეყრდნო.

ის იყო უნდა წავსულიყავით, როცა ექთანი გარეთ გამოვარდა.

- რა ხდება? _ ექთანი შევაჩერე. ჰარი და ლუი გაჩერდნენ.
- პაციენტს გული გაუჩერდა. ექიმი უნდა გამოვიძახო.

ამ სიტყვებმა თავზარი დამცა. სკამზე მოწყვეტით დავეშვი. თვალები ცრემლით ამევსო.

ექიმი მალე მოვიდა. პალატის კარი გაიღო და აპარატის საშინელი ხმა გავიგონე.

ბიჭებს გავხედე.

ლუი ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა. მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჰარი გაშტერებული იდგა და დაკეტილ კარს უყურებდა.

- მასთან მიდი... _ ვუთხარი ლუის.
- რა? _ დაიბნა.
- ჰარისთან მიდი...

ლუიმ უსიტყვოდ შეასრულა ჩემი ბრძანება. ჰარის ხელი მოკიდა და სკამზე დასვა. უეცრად ექიმი გამოვიდა. მას მივვარდი.

- როგორ არის?
- გულის ამუშავება შევძელით, მაგრამ... სუსტადაა. ოპერაციის დროსაც, როგორც იცით, რამდენჯერმე გული გაუჩერდა. შესაძლო იყო ეს კიდევ განმეორებულიყო.
- ხომ კარგად იქნება?
- ყველა ღონეს ვიხმართ, რომ რაც შეიძლება მალე გამოვიდეს კომიდან, თორემ...
- თორემ რა? _ შეშინებული ვეკითხები.
- ასეთი რამ კიდევ რომ განმეორდეს, ჩვენ ვეღარაფერს გავხდებით. ვწუხვარ.

ტირილი დავიწყე.

რატომ?!

არა! არა! არა!

არ მინდა ერთ დღესაც გავიღვიძო და გავიგო, რომ ის...

ღრმად ჩავისუნთქე. ცოტა დავმშვიდდი. უკან მოვტრიალდი. ჰარი სკამზე განადგურებული იჯდა.

- ჰარი _ მასთან მივედი.
- ეს არ გითქვამს _ ჩემთვის არც შემოუხედავს. ისევ კარს მიშტერებია _ ჩემთვის არ გითქვამთ, რომ მას ოპერაციის დროს გული გაუჩერდა... ნეტავ, მალე გაიღვიძებს?..
- ჰარი... უნდა წავიდეთ _ თქვა ლუიმ _ აქ ყოფნით მაინც ვერაფერს შევცვლით... თანაც დასვენება გჭირდება.

ჰარიმ მას თავი დაუქნია. სამივე საავადმყოფოდან გამოვედით და მანქანაში ჩავსხედით. საცხოვრებელში მივედით. ლუი ჰარის თავის ოთახმდე მისვლაში დაეხმარა.

ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე დავემხვე.

ხმამაღლა ავტირდი. თვალები დავხუჭე. 

ჰაზელის მომღიმარი სახე დამიდგა თვალწინ.

ნეტავ, გაიღვიძოს...

Dead BodyWhere stories live. Discover now