თავი მერვე

570 43 1
                                    

Hazel's P.O.V.

კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა. უკვე მომბეზრდა ერთი და იგივე.

ვდგები და თავს ვიწესრიგებ. შავ მაისურს და შარვალს ვიცვამ. ლუსი ფეხზე დგება და სააბაზანოში შერბის. მალე უკან გამოდის და ტანსაცმელს არჩევს. ჩაფიქრებული ჩანს.

- ლუსი, ყველაფერი კარგადაა?
- რა? _ ჩემკენ ბრუნდება.
- ჩაფიქრებული ხარ. ხომ ყველაფერი კარგადაა?
- კი. მგონი ამას ჩავიცვამ.

თავი გავაქნიე. ლუსიმ ტანზე ჩაიცვა და კოლეჯის გზას გავუყევით. სამსახური ხომ არ მეშოვნა?

- მუშაობა უნდა დავიწყო.
- ეს ახლა მოიფიქრე?
- კი. რა არის?
- არაფერი. უბრალოდ როგორც იცი, ბებიამ ანდერძად ასი ათასი დოლარი დამიტოვა. მუშაობა არ მოგიწევს. ყოველ შემთხვევაში, სწავლის დასრულებამდე. ყოველ თვეში კი გარკვეული რაოდენობის თანხას გამოვიტან.
- კარგი, მაგრამ...
- არავითარი მაგრამ, ჰაზ.

თავი ჩავხარე. კოლეჯში შესვლისთანავე, ლუსი თვალთახედვიდან დამეკარგა. ჯანდაბა! ასე მალე სად ქრება ხოლმე?

პირველი ორი გაკვეთილი საინტერესო იყო. მე და ლუსის, დღეს სამი გაკვეთილი გვიტარდება ერთად. მაინც კარგია.

ზარი დაირეკა და მესამე გაკვეთილიც დასრულდა. დერეფანში გამოვედი. ზეინი დავინახე. როცა შემამჩნია, ჩემკენ ყურებამდე გაღიმებული წამოვიდა.

- როგორ ხარ? _ მკითხა, როცა მომიახლოვდა.
- ლუსის ვერ ვპოულობ.
- ესე იგი ცუდად _ გაიცინა. გვერდით ლიამი ამოუდგა.
- სხვათაშორის, მე დავინახე _ თქვა მან.
- მართლა? და სად ნახე? სადმე წავიდა?
- მე მხოლოდ ის დავინახე, თუ როგორ წავიდა საპირფარეშოსკენ. მგონი ლუი აედევნა.

ამის გაგონებაზე სიბრაზემ იფეთქა. თავი გავაკონტროლე. ხო, ეს მეხერხება. როცა ვნახავ, მოვკლავ იმ ნაბიჭვარს!

- დარწმუნებული ხარ, რომ ლუსის უკან ლუი აედევნა? _ ხმის ტონი გამიმკაცრდა.
- ღმერთო ჩემო. გაბრაზებული საშიში ხარ _ თქვა ზეინმა.
- ორივე მე დამეჯახა. ასე, რომ კი. დარწმუნებული ვარ _ მითხრა და ზეინს ხელი გადახვია.
- მადლობა.

Dead BodyWhere stories live. Discover now