თავი მეათე

531 42 0
                                    

Hazel's P.O.V.

ლუსი ისევ თავზე მადგას და მარწმუნებს, რომ წვეულებაზე წავიდე. არ მაცდის წიგნის კითხვას. რა უნდა?! არ მინდა წვეულებაზე. მაინც არაფერს ვაკეთებ და დროის ფუჭად ფლანგვას, აქ დარჩენა და წიგნის კითხვა მირჩევნია.

- წამოხვალ! _ დაიყვირა _ და არ მაინტერესებს რას მეტყვი.
- წამოსვლა არ მინდა. მაინც არაფერს ვაკეთებ _ უკვე მეასედ ვეუბნები.
- არ გინდა გაერთო?
- ვერთობი _ ვთქვი და წიგნი ავაფრიალე.
- მე მაგას არ ვგულისხმობ. გთხოვ, წამოდი.

ჯანდაბა! როცა რაღაცას მთხოვს, მეც ავტომატურად ვასრულებ მის თხოვნას. აუ, ახლა რა ვქნა?

- კარგი _ დავიბუზღუნე.
- კარგი _ გაიღიმა.
- ოღონდ ერთი პირობით.
- რა პირობით? _ თვალები აატრიალა.
- სასმლის დალევას არ დამაძალებ. კარგად იცი, რომ ალკოჰოლური სასმელი არ მიყვარს.
- კარგი, მაგრამ რატომ?
- საზიზღარი გემო აქვს.
- ტანსაცმელს მე აგირჩევ _ თქვა და ჩემს კარადაში შეძვრა.

კვლავ წიგნს დავუბრუნდი. ერთი კვირაა, რაც გაკვეთილების გარდა სხვა ლიტერატურა არ წამიკითხავს. ეს კი არ მომწონს.

- ვიპოვე _ იყვირა მოულოდნელად.

ლუსი ჩემთან მოვიდა. ხელში თეთრი მაქმანის კაბა ეჭირა. ამას არ ჩავიცვამ!

- გამორიცხულია.
- რა?
- ამას არ ჩავიცვამ.
- ჰაზ...
- იმაზეც მადლობა თქვი რომ მოვდივარ.
- აბა, რას ჩაიცვამ? შარვალს და რამე დიდ მაისურს?!
- რატომაც არა.
- ვაიმე!!! ამას ჩაიცვამ. სანაცვლოდ კი სასმლის დალევას და საერთოდ არაფერს დაგაძალებ, თუ შენ არ გენდომება.

ეჭვის თვალით შევხედე. არამგონია ამას მართლა თუ იზამს, მაგრამ მაინც დავთანხმდი. კაბა ხელიდან გამოვგლიჯე და საწოლზე დავდე.

უკვე რვის ნახევარია. ლუსი ემზადება, მე კი უკვე წიგნის ბოლო ფურცელს ვამთავრებ.

- ჩაიცვი. უნდა წავიდეთ.

თვალებს ვატრიალებ, ბოლო წინადადებასაც ვკითხულობ და ფეხზე ვდგები. კაბას ვიღებ და გახდას ვიწყებ. ლუსი სააბაზანოშია. კაბა სწრაფად ჩავიცვი. არც ისე მოკლეა. თავს მაინც უხერხულად ვგრძნობ.

Dead BodyМесто, где живут истории. Откройте их для себя