თავი ოცდამერვე

358 32 1
                                    

Harry's P.O.V.

ერთი კვირაა, რაც საავადმყოფოდან გამომწერეს.

ყოველ დღე ჰაზელის სანახავად მივდივარ.

როცა მას ვეხები... ის უბრალოდ ისეთი ცივია...

ყოველ დღე მას ვუყურებ...

გული მტკივა... მის ლამაზ ღიმილს ვეღარასოდეს ვნახავ... მის გაბრწყინებულ თვალებს ვეღარ დავინახავ... ვეღარ ვაკოცებ და ჩავეხუტები...

ამას იმის გამო ვამბობ, რომ კიდევ ერთხელ თუ გაუჩერდა გული, ჰაზელი მოკვდება.

ამას ვერ გადავიტან... მის დაკარგვას ვერ შევეგუები... მის გარეშე სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.

ყველაფერი ჩემი ბრალია... ვერ დავიცავი... იმ ღამეს მე რომ არ წამომეყვანა წვეულებიდან, დღესაც ჩემს გვერდით იქნებოდა... ისევ გამიღიმებდა, საყვარლად შემომხედავდა, ჩამეხუტებოდა და ჩემს მკლავებში მოქცეულს დაეძინებოდა...

ის ღამე მახსენდება...

მახსენდება თუ როგორ ეხებოდა ის ნაბიჭვარი ჰაზელს. მის გამო სტელამ თავი მოიკლა. მის გამო ცხოვრება დამენგრა.

რა მოხდება, თუ ჰაზელი გაიღვიძებს და ის ღამე გაახსენდება?

მეშინია...

არ მინდა ისიც დავკარგო...

მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ...

მანქანას პარკინგზე ვაჩერებ და გარეთ გადავდივარ. საავადმყოფოში შევდივარ. ლიფტით მესამე სართულზე ავდივარ და პალატის წინ ვდგები. ღრმად ჩავისუნთქე და კარი შევაღე.

შიგნით შევედი.

ყველაფერი იგივეა.

ჰაზელის საწოლთან მივდივარ და სკამზე ვჯდები. მის ხელს ვეხები.

ღმერთო, როგორი ცივია...

- ჰაზელ... ვიცი, რომ ჩემი გესმის... მოკლედ დღესაც მოვედი... _ ხელზე ნაზად ვკოცნი _ ისევ ცივი ხარ... გთხოვ, გაიღვიძე... უშენოდ ყოფნა აღარ შემიძლია... თითოეული წამი ჩემთვის ჯოჯოხეთის ტოლფასია... გთხოვ, ჰაზელ... გთხოვ... მარტო არ დამტოვო...

ცრემლები მაწვება და ვეღარაფერს ვამბობ. მის ხელს ხელებში ვიქცევ და ზედ ტუჩებს ვაწებებ.

გაიღვიძე...

ცრემლები მომდის... მისი ამ მდგომარეობაში ნახვა საშინელებაა... ყოველ დღე ვხედავ თუ როგორი დაუცველი და სუსტია... ეს გულს მიკლავს...

ცრემლებს ვიწმენდ და ფეხზე ვდგები. ჰაზელს ნაზად ვკოცნი.

ჯანდაბა! მისი ტუჩებიც ცივია...

მეტის ატანა აღარ შემიძლია...

პალატა სწრაფად დავტოვე. ლიფტით პირველ სართულზე ჩავედი და საავადმყოფოდან სწრაფად გამოვედი. მანქანაში ჩავჯექი. თვალები დავხუჭე და ღრმად სუნთქვა დავიწყე.

ის არ უნდა იყოს იქ... ერთადერთი ვინც ამას იმსახურებს, მე ვარ.

ჰაზელი ჩემს გამოა კომაში. ვერ დავიცავი... ვერ დავიცავი...

ის... ნამდვილი ანგელოზია... ჩემი ანგელოზი...

ჩემი ბრალია... ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი... წვეულებიდან არ უნდა წამომეყვანა... ან სულაც ყურადღება რატომ გამეფანტა?!

დავიყვირე და საჭეს ხელები დავარტყი.

- ჩემი ბრალია... _ ცრემლები გადმომცვივდა _ ვერ დავიცავი...

საცხოვრებელში დავბრუნდი.

ყველაფერი მას მახსენებს.

პირველად შემოსასვლელში შევხვდით ერთმანეთს. ახლაც მახსოვს მისი სახე. ლოყები ოდნავ შეეფაკლა და უხერხულად გამიღიმა.

ყოველთვის მიყვარდა მისი სიმორცხვე. მომწონდა, რომ მარტივად წითლდებოდა.

მისი ღიმილი... ჩახუტებები და კოცნები... მისი სურნელი, რომელსაც ჭკუიდან გადავყავდი... მისი ბავშვური ქცევები, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა...

როგორ მინდა ისევ ჩემს გვერდით იყოს...

ჰაზელზე ფიქრში მალე ჩამეძინა.

დილით თვალებს სინათლე მჭრის, რის გამოც მეღვიძება.

კიდევ ერთი ნაცრისფერი დღე...

ფეხზე ვდგები და თავს ვიწესრიგებ. ტანსაცმელს ვიცვამ და ჩანთას ვიღებ. ოთახიდან გამოვდივარ. კიბეზე ზეინი და ლიამი მხვდებიან.

- როგორ ხარ? _ მეკითხება ზეინი.
- ჩვეულებრივად.
- ნუ ღელავ. ჰაზელი მალე გაიღვიძებს.
- მოიცა... შენ ეს გახსოვს? _ თვალებგაფართოებული შევყურებ.
- კი. ექიმმა წამალი დამინიშნა. არაფერი დამავიწყდება, თუ მაგ წამლის დალევას არ შევწყვეტ.
- ეს კარგია _ ვიღიმი.
- ლიამ, მე წავალ.
- კარგი _ თანხმდება ლიამი და ზეინი სწრაფად ქრება.
- რა? _ ვეკითხები, როცა ლიამი მწველ მზერას არ მაშორებს.
- უცნაურად გამოიყურები.
- რას გულისხმობ?
- ეგ აზრები თავიდან ამოიგდე. ვიცი, შონი იმსახურებს სიკვდილს, მაგრამ ეგ არ გვაწყობს.
- და რატომ? კარგი გამოსავალია.
- სხვა გამოსავალი ვერ იპოვე? ჰაზელმა რომ გაიღვიძოს და შენ ციხეში დახვდე, გგონია ეს მოეწონება? ჰარი, სისულელე არ გააკეთო.
- კარგი _ გავბრაზდი.

კოლეჯში მივედი.

ლუსი და ლუი შევნიშნე. რაღაცაზე საუბრობდნენ. როცა დამინახეს, მაშინვე ჩემკენ გამოემართნენ.

- როგორ ხარ? _ მკითხა ლუიმ.
- ყველა მაგას რატომ მეკითხებით?!
- ჰარი, ჰაზელი ჩემი მეგობარიცაა. ნუ ღელავ _ ამბობს ლუსი _ ის გაიღვიძებს. ასე მარტივად არ დანებდება.
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?! ერთი კვირის წინ ექიმმა რაც თქვა, ორივემ თქვენი ყურით მოისმინეთ... რომ განმეორდეს?
- ვიცი, რომ გაღიზიანებული ხარ და ამ ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებ, მაგრამ...
- მაგრამ რა, ლუი?! ეს მართლაც ჩემი ბრალია. მისი დაცვა ვერ შევძელი... ყურადღება არ უნდა მომედუნებინა... საერთოდ იმ წვეულებიდან არ უნდა წამომეყვანა...

მათ მოვშორდი.

ახლა მხოლოდ მარტოობა მჭირდება.

გაკვეთილებმა მოსაწყენად ჩაიარეს. დერეფანში ვდგავარ და ნაილს ველაპარაკები. მეუბნება თუ როგორ დაშორდა არაფრის გამო ჰელენს და ახლა თავისუფალია.

- ერთი მხრივ ეს კარგია _ იღიმის _ მხოლოდ მე და საჭმელი.

ნაილის ნათქვამზე გამეცინა. და აი, მან მოახერხა და გამაცინა.

უეცრად ჩვენთან შონი მოვიდა.

- ჰაზელზე გავიგე...
- არც კი გაბედო და მასზე რამე თქვა. უფლება არ გაქვს მასზე ილაპარაკო _ თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ მოვკლა.
- უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ... _ თავისას აგრძელებდა.
- მოკეტე! გასაგებად ვერ ვთქვი?! მასზე ფიქრის უფლებაც არ გაქვს!
- ჰმ... მე კი რატომღაც გონებაში უკვე ყველა პოზაში ვიხმარე... _ გაიცინა _ თანაც მისი პატარა სხეული...

შონს პირდაპირ სახეში დავარტყი. ხელი მოვკიდე და კედელს მივანარცხე.

მკიდია, რომ მთელი კოლეჯი შეშინებული მიყურებს.

ნაილი ჩემს გაჩერებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. შონს უმოწყალოდ ვურტყამ. უეცრად ორი ადამიანი მაკავებს და შონს მაშორებს.

რა თქმა უნდა. 

ლუი და ლიამი.

- უნდა მოვკლა!
- ჰარი... ხომ გითხარი მისთვის არაფერი დაგეშავებინა! ხომ გითხარი, სისულელე არ გაგეკეთებინა! _ ყვირის ლიამი.
- ეს ნაბიჭვარი სიკვდილზე მეტს იმსახურებს, მაგრამ ჰაზელზეც იფიქრე! _ უკვე ლუიც ჩაერთო.

შონს გავხედე. ძირს ეგდო და სისხლს იწმენდდა.

ნაბიჭვარი!

- მისტერ სტაილს _ გაისმა ერთ-ერთი მასწავლებლის ხმა _ დირექტორთან.

მშვენიერია! სრული ბედნიერებისთვის ახლა მხოლოდ ეს მაკლდა.

მასწავლებელს უკან მივყვები და დირექტორის კაბინეტში შევდივარ.

***

სამი თვეა, რაც ჰაზელი კომაშია.

საბედნიეროდ, დირექტორს კოლეჯიდან არ გავუგდივარ.

შონი ციხეში ჩასვეს, ხუთი წლით. მასზე ყველაფერი მოვუყევი დირექტორს. მანაც არ დააყოვნა და პოლიციას გამოუძახა.

ჰაზელთან ყოველ დღე დავდივარ. უკვე იმედი დავკარგე, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებს.

ახლაც მის პალატაში ვზივარ და მას ვუყურებ.

მოულოდნელად ჰაზელი შეიშმუშნა.

მაშინვე ფეხზე წამოვხტი. თავზე დავყურებდი.

ჰაზელმა თვალები ნელა გაახილა და შემომხედა.

ბედნიერებისგან ღიმილს ვერ ვიკავებდი.

- ჰარი... _ თქვა სუსტი ხმით.

და ამ ერთმა სიტყვამ ჩემს გულს, კვლავ სიცოცხლის ნაპერწკალი დაუბრუნა.

Dead BodyWhere stories live. Discover now