Epilogue

727 35 2
                                    

Lucy's P.O.V.

პარკში, გრძელ სკამზე, ვზივარ. ლუი ჩემს გვერდით ზის, მეორე მხარეს კი ლიამი და ზეინი ხელჩაკიდებულები სხედან. ისინი რაღაცაზე ლაპარაკობენ.

ჩვენს წინ ბალახით და ხეებით დაფარული დიდი ტერიტორიაა.

ჰაზელს და ჰარის ვუყურებ. ორივე იცინის. ჰარი მას ხელში სწევს და ატრიალებს. ჰაზელი კი ხმამაღლა, ბავშვივით იცინის და ჰარის ხელებს ხვევს. ამავდროულად სთხოვს, რომ ძირს დასვას. ჰარიც თხოვნას უსრულებს.

ახლა ჰაზელი პატარა ბავშვივით უშვერს ჰარის ხელებს. ისიც მისკენ იხრება. ჰაზელი კისერზე ხელებს ხვევს და კვლავ იცინის.

ერთად ძალიან საყვარლები არიან.

ნაილს ვუყურებ. ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯში დგას და ბურგერს ჭამს. აქეთ-იქით იხედება. გოგონების დანახვაზე კი ჭამას წყვეტს. მის ქცევებზე მეცინება.

- რა გაცინებს? _ მეკითხება ლუი.
- ნაილს შეხედე.

ლუიმ ნაილს გახედა და მასაც გაეცინა.

ჰაზელი და ჰარი ჩვენთან მოდიან და ჩვენს წინ მდებარე გრძელს სკამზე სხდებიან. უფრო სწორად ჰარი ჯდება, ჰაზელი კი მას კალთაში უჯდება, ფეხებს სკამზე აწყობს და ჰარის გულზე თავს ადებს. ჰარიც ჰაზელს ხელებს ხვევს. მის მკლავებში მთლიანად ჩაიკარგა.

ნაილი მათ გვერდით ჯდება.

- რა მოხდა? _ ვეკითხები მას.
- რამე უნდა შევჭამო, თორემ მშია.
- რა?! წეღან მეხუთე ბურგერი შეჭამე.
- მერე რა? _ ხელები გადაიჯვარედინა _ მაინც მშია.
- სულ როგორ შეიძლება გშიოდეს? _ ეკითხება ლუი.

ნაილი მხრებს იჩეჩავს.

ლუი ხელს მხვევს და ლოყაზე მკოცნის, შემდეგ ტუჩის კუთხესთან და ბოლოს კი ტუჩებზე. კოცნას წყვეტს და ახლა ყელში მკოცნის. ფეხზე ხელს მადებს და ოდნავ მიჭერს.

- თუ შეიძლება თავი შეიკავეთ _ ამბობს ლიამი _ აქ თქვენს გარდა, კიდევ ბევრი ადამიანია.

ლუი ჩერდება და თავს მაღლა სწევს, მე კი ვიცინი.

ლიამს უცნაურად უყურებს, შემდეგ კი შუა თითს აჩვენებს და ისევ მკოცნის.


დასასრული

Dead BodyWhere stories live. Discover now