თავი მეოთხე

591 47 1
                                    

Hazel's P.O.V.


დილით ლუსის ყვირილი მაღვიძებს. ფეხზე შეშინებული ვვარდები. სააბაზანოდან ლუსი გამოდის, რომელსაც პირსახოცი აქვს შემოფარებული.

- რა დაგემართა? კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავდა? _ სწრაფად ვაყრი კითხვებს.
- უბრალოდ წყალი ცხელი იყო.

შვებისგან ამოვისუნთქე. სააბაზანოში შევედი და თავი მოვიწესრიგე. როცა უკან დავბრუნდი, ლუსის უკვე ჩაცმული ჰქონდა შორტები და მაისური.

კარადასთან მივედი და ხელში რაც მომყვა, ის ჩავიცვი. ჩანთა ავიღე და ლუსისთან ერთად შენობა დავტოვე.

ერთი საათი დრო გვაქვს, სანამ გაკვეთილი დაიწყება. ლუსიმ პატარა კაფეში მიმიყვანა. ფანჯარასთან დავსხედით. ლუსიმ ჩაი შეუკვეთა, მე კი ყავა.

- მინდა რომ დავილაპარაკოთ _ მითხრა მან.
- რაზე?
- ჩემზე... შენზე... ყველაფერზე...
- კარგი, მაშინ დაიწყე _ ჩვენი შეკვეთაც მოიტანეს.
- რა გჭირს?
- მე?
- ხო.
- არაფერი.
- როგორ თუ არაფერი? სულ ჩაფიქრებული ხარ.
- სულაც არა.
- კარგად გიცნობ, ჰაზელ. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით.
- მნიშვნელოვანი არაფერია.
- ჰაზ!
- გახსოვს იმ ბიჭზე რომ გითხარი, უცნაურია-მეთქი.
- მერე?
- მოკლედ კლასის მოძებნაში ეგ დამეხმარა. მასაც ისტორია ჰქონდა. თავიდან ჩვეულებრივად გამეცნო, მაგრამ... როცა ზარი დაირეკა... შიშით მიმზერდა... სახეზე ფერი დაკარგვოდა... რაღაცას ბურტყუნებდა. მგონი ამბობდა ეს შეუძლებელიაო. შემდეგ კი კლასი სწრაფად, თითქმის სირბილით დატოვა...
- ამიტომ ხარ ასე? _ თავი დავუქნიე _ ეს მართლაც უცნაურია, მაგრამ ამაზე აღარ იფიქრო, თორემ ტვინი გადაგეწვება.
- კარგი _ გავიცინე და ყავა მოვსვი _ თავს როგორ გრძნობ? გუშინდელის მერე.
- არ ვიცი _ თავი დახარა.
- ლუ... ლუსი...
- მეშინია... _ ცრემლიანი თვალებით ამომხედა _ ახლა მართლა მეშინია... მეგონა რომ მას ვეღარ ვნახავდი... როცა მეგონა რომ ცხოვრება თავიდან დავიწყე... ის... მან ისევ რომ მოინდომოს იგივეს გაკეთება?..
- ამის უფლებას არ მივცემ. თანაც თუ არ ვცდები მარჯვენა ხელით კარგად ურტყამ.
- ხო _ გაეცინა და ცრემლები შეიმშრალა.
- მგონი წასვლის დროა.

Dead BodyWhere stories live. Discover now