თავი მეთექვსმეტე

448 33 0
                                    

Hazel's P.O.V.

ლუსი აქეთ-იქით დარბის და ტანსაცმელს არჩევს. მე კი წიგნს ვკითხულობ.

ნეტავ, ამას რა სჭირს?

- ლუსი, რას აკეთებ?
- ვემზადები _ ისე თქვა არც შემოუხედავს.
- რისთვის?
- დღეს მე და შენ კლუბში მივდივართ _ სახეგაბრწყინებულმა შემომხედა.
- მე არ მოვდივარ.
- კარგი რა _ ჩემთან მოვიდა და დაიჩოქა _ გევედრებით თქვენო უგენიოსობავ, მიკადრეთ და წამოდით კლუბში.
- რას აკეთებ?! _ ფეხზე წამოვხტი და ვეცადე ამეყენებინა, მაგრამ არ გამომივიდა _ ადექი! ლუსი, ახლავე ფეხზე ადექი!
- არ ავდგები, თუ არ წამოხვალ.
- კარგი. მაგრამ რა ჩავიცვა?
- მაგას მე მივხედავ _ გაიღიმა და ფეხზე ადგა.

ლუსი ჩემს კარადაში შეძვრა. ცოტა ხანში წამოიყვირა და ჩემკენ მობრუნდა. მე კი შიშისგან გული გამიხეთქა.

ხელში შავი ჯინსები და თეთრი თხელი მაისური ეჭირა.

- ჩაიცვი.

ტანსაცმელი გამოვართვი და საწოლზე დავდე. ისევ წიგნს მივუბრუნდი. ლუსი ვერ ისვენებს. სულ იმას გაიძახის, საღამო როდის დადგება.

საღამო დადგა. ლუსიმ სწრაფად ჩაიცვა შავი ნაჭრის თხელი კაბა. უხდება.

ავდექი და მეც დავიწყე წასვლისთვის გამზადება. ჯანდაბა, ლუსი! ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს ამ მაისურში.

- წავედით? _ გაიღიმა.
- კი.

საცხოვრებლიდან გამოვედით. ლუსიმ თქვა, რომ კლუბი აქვე იყო. ხო, აბა რა. ნახევარი საათი მივდიოდით. ძალიან ახლოს ყოფილა.

კლუბში შევედით თუ არა, მაშინვე ყურები ამტკივდა, ხმამაღალი სიმღერისგან. სიგარეტის და ალკოჰოლის სუნით ჰაერი იყო გაჟღენთილი. საჩემო ადგილი ნამდვილად არაა.

ლუსის გვერდიდან არ ვშორდებოდი. სასმელების მაგიდასთან დაჯდა. მეც მის გვერდით დავჯექი. ლუსიმ სასმელი შეუკვეთა. მე კი მოცეკვავე გოგო-ბიჭებს ვუყურებდი.

უეცრად ჩემს წინ ბარმენმა სასმლის ჭიქა დადო. არა... მე ამას არ დავლევ. ლუსის გავხედე. მიღიმოდა.

- არ დავლევ _ დავუყვირე.
- გთხოვ, ერთხელ. მეტს აღარ გთხოვ. ერთხელ. მიდი გამოცალე.
- ამ საზიზღრობას არ დავლევ.
- ჰაზელ, დალიე _ აწუწუნდა _ ერთი ჭიქა. მხოლოდ ერთი. მერე თავს დაგანებებ.

ლუსი მომლოდინე სახით მიცქერდა. სასმლის ჭიქას დავხედე. არ მინდა. საზიზღარი გემო აქვს. თანაც ყველაფერს ჩამწვავს, შემდეგ თავბრუ დამეხვევა.

Dead BodyOnde histórias criam vida. Descubra agora