თავი მეცხრამეტე

430 32 0
                                    

Harry's P.O.V.

ჰაზელზე ფიქრს ერთი წამითაც ვერ ვწყვეტ. მის გამო ნორმანულად არ მძინავს. ყოველთვის, როცა მის გვერდით ვარ, სტელა მახსენდება. რატომღაც მგონია, რომ ისიც ისე მატკენს გულს, როგორც სტელა.

ნაილს წვეულებისთვის, როგორც ყოველთვის, დახმარება სჭირდება. და აი, მეც ვდგავარ სასმელების მაგიდასთან და ჭიქებს მაგიდაზე ვაწყობ.

როგორც იქნა, მოვრჩი. მგონი ყველაფერი მზადაა, იმისთვის, რომ წვეულება დავიწყოთ. ნეტავ, ჰაზელი მოვა?

ნახევარი საათია, რაც წვეულება დაიწყო და ჰაზელი ჯერ კიდევ არ ჩანს. ჯანდაბა! ნეტავ, მოვიდეს.

კედელთან ვდგავარ, სასმლით ხელში და ახალგაზრდების ბრბოს ვუყურებ. ჩემთან ლუი მოვიდა. მოწყენილი ჩანს.

- ვერც შენ ერთობი? _ მკითხა, როცა მომიახლოვდა.
- რამე მეტყობა, რომ ვერთობი?

ორივეს გაგვეცინა. ამის დედაც! მგონი ჰაზელი მართლაც არ აპირებს წვეულებაზე მოსვლას.

როცა იმედი გადამეწურა, ახალგაზრდების ბრბოში ჰაზელს მოვკარი თვალი. თავისი სტილისგან განსხვავებულად ეცვა: შავი შორტები და ღია ვარდისფერი მაისური.

სასმლის ჭიქა გვერდით გადავდე და მისკენ გავემართე. იქით-აქეთ დაბნეული იხედებოდა. მის ქცევაზე გამეღიმა. დამინახა თუ არა, თვალები გაუფართოვდა. თავი ძირს ჩახარა და თითებზე თამაში დაიწყო.

მასთან მივედი. ჯანდაბა! როგორ შეუძლია ერთდროულად საყვარელი და სექსუალური იყოს?!

- კარგად გამოიყურები _ ნეტავ, ისევ არ ვიჩხუბოთ.
- მადლობა _ გაწითლდა.
- უნდა ვილაპარაკოთ.

მაჯაში ხელი ჩავჭიდე და კიბეს ავუყევი. წუწუნებდა, ხელზე მექაჩებოდა და ცდილობდა გავეჩერებინე.

რომელიღაც ოთახში შევაგდე და კარი ჩავკეტე. მისკენ შევბრუნდი.

- რას აკეთებ? _ კართან მივარდა და სახელურის წვალება დაიწყო _ რატომ ჩაკეტე?
- ჰაზელ _ უკან გავწიე _ უნდა დავილაპარაკოთ.
- და რაზე? _ მკითხა და საყვარლად შემომხედა. ღმერთო, ეს გოგო გამაგიჟებს.
- აღარ მინდა კიდევ ვიჩხუბოთ. ჩვენი ურთიერთობა აირია. ჰაზელ _ სახეზე ხელები დავაწყვე და წელში საკმაოდ მოვიხარე, რომ მისი სიმაღლის გავმხდარიყავი. როგორი პატარაა?! _ ჰაზელ, მიყვარხარ. არ მინდა ჩვენს შორის რამე უთანხმოება არსებობდეს. გთხოვ, მაპატიე. უბრალოდ, არც კი ვიცოდი რას ვაკეთებდი.
- კარგი.
- ესე იგი მაპატიე?
- ვიღაც ერთი ღამის თოჯინაზე რატომ უნდა გავბრაზდე? _ გამიღიმა.

ერთი ღამის თოჯინა... სერიოზულად?! მაგრამ ის რაღაც მხრივ მართალია.

ჰაზელს ხელები მოვხვიე. ჯანდაბა! მართლაც რომ პატარაა. თავზე ვაკოცე და უკან დავიხიე.

მისკენ დავიხარე და ვაკოცე. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია. ხელები წელზე მოვკიდე და მაღლა ავწიე. მანაც ფეხები წელზე შემომხვია. კედელს ავაკარი და ამჯერად მომთხოვნად ვაკოცე. უეცრად გაჩერდა. ისე მიყურებს, თითქოს მოვკლავ.

- ახლა რაღა მოხდა? _ ვკითხე. სახეზე წითელია.
- აამმ...
- ჰაზელ, შენი ლამაზი სხეული ორჯერ მაქვს ნანახი. შეგხებივარ კიდეც _ ლოყები უფრო გაუწითლდა. მზერა ამარიდა და გვერდზე გაიხედა _ არ გინდა?
- არ ვიცი... _ თავი ჩახარა.
- ეს პასუხი არ არის.
- მინდა, მაგრამ...
- გეშინია?
- აამმ... _ კვლავ დაიბნა. თვალებში ისევ არ მიყურებს. რა თქმა უნდა ეშინია.
- არ გატკენ.
- ჰარი...
- ჰაზელ _ გავაწყვეტინე _ არ გატკენ.

ვიგრძენი როგორ აუკანკალდა ხელები. ლოყები კვლავ წითელი აქვს. ჯანდაბა! ის ერთადერთი გოგოა, ვისაც ამდენს ვარწმუნებ.

ისევ ვაკოცე. ამის დედაც! ტუჩებიც უკანკალებს. რა სჭირს? ყელისკენ გადავინაცვლე. მაისურს ეჭიდება. ნუთუ ასე ძალიან ეშინია?

- კარგად ხარ?
- კი... _ ღრმად სუნთქავს.
- თუ გინდა გავჩერდები.

თავი ჩახარა და უარყოფის ნიშნად გააქნია. გამეღიმა. ისევ ვაკოცე. ამჯერად საწოლისკენ წავიყვანე ისე, რომ კოცნა რა გამიწყვიტავს.

საწოლზე დავაწვინე და ზემოდან მოვექეცი. ბარძაყზე ხელი ავუსრიალე და მოვუჭირე, რაზეც მსუბუქად ამოიკვნესა. როცა ყელში კოცნა გავწყვიტე, მის მაისურს ხელი ჩავჭიდე და ზემოთ ავქაჩე, რომ გამეხადა, მაგრამ კვლავ არ მომცა ამის უფლება. ეს გოგო გამაგიჟებს!

- რას აკეთებ? _ ვკითხე.

მაშინვე ხელები მაღლა ასწია. გამეცინა და მაისური სწრაფად გავხადე, რომ ხელი ისევ არ შეეშალა ჩემთვის.

დავიხარე და მკერდთან ვაკოცე. თმებში მწვდა. ხელი ქვემოთ ჩავუცურე და შორტები გავუხსენი. ხელი შიგნით ჩავუსრიალე, მაგრამ მისმა მოქნილმა ხელებმა გამაჩერეს.

- არ მინდა... ჯერ არა, ჰარი _ თვალებით მევედრებოდა.
- კარგი.

მას მოვშორდი და საწოლიდან ჩამოვედი. ადგა და სწრაფად ჩაიცვა. ცოტა ხნით თავდახრილი იდგა. შემდეგ ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.

- ცუდად არ გამიგო... უბრალოდ, ჯერ არ მინდა.
- თუ არ გინდოდა, რატომ დაიწყე.
- მე არ დამიწყია.
- კარგი, მაშინ რატომ მომეცი ამის უფლება? _ ხელები უფრო ძლიერად შემოვხვიე.
- არ ვიცი...

უცებ მომშორდა. მხარზე ხელები დამაწყო და ფეხის წვერებზე აიწია. მაინც ვერ მომწვდა. არც მე შემიწუხებია თავი დახრისგან. ცოტა გაბრაზდა, მე კი გამეცინა.

- სადამდეც გწვდები, იქ გაკოცებ _ დაიბუზღუნა.

კისერზე ერთი ხელი მომხვია და ყელში მაკოცა. უფრო სწორად ტუჩები დამადო და ცოტა ხანს ასე იყო. სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა სხეულში. თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დამიარა. მისი ტუჩების სიმხურვალეს ყელზე გარკვევით ვგრძნობდი. გული ამიჩქარდა, სუნთქვა გამიხშირდა და სხეულში ტემპერატურამ მოიმატა.

თვალები დავხუჭე და ჰაზელს ხელები შემოვხვიე. ოდნავ მოდუნდა და ხელები კისერზე ძლიერად მომხვია.

Louis' P.O.V.

უკვე კარგა ხანია ლუსის შორიდან ვუყურებ. აღტაცებული ესაუბრება ვიღაც გოგოს, რაღაც თემაზე. თვალები უბრწყინავს და იღიმის. მის გამო მეღიმება.

მას ემშვიდობება და ხალხში გზის გაკვლევას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. ამის გამო ოდნავ ღიზიანდება.

- რატომ იღიმი? _ ფიქრებიდან მის ხმას გამოვყავარ. ჯანდაბა! ჩემს წინ დგას.
- მაგას მნიშვნელობა არ აქვს _ ვუპასუხე და დავსერიოზულდი.

შევათვალიერე. მის ჩაცმულობაზე ოდნავ გავბრაზდი. შავი, ძალიან გამჭირვალე, მკლავებიანი მაისური, რომელშიც შავი ბიუსტჰალტერი თავისუფლად უჩანდა და ჯინსის მომდგარი შარვალი. თმების ნაწილი ორ კოსად შეეკრა, რაც საყვარელს ხდიდა.

წელზე ხელი მოვხვიე და სხეულზე ავიკარი. რა თქმა უნდა, მოულოდნელობისგან დაიბნა.

- ასე განზრახ იცვამ?
- რა?
- გინდა, რომ ამ ხალხის წინ სექსი გვქონდეს?
- ლუი, რამდენი დალიე? _ წარბს სწევს.

მაჯაში ხელი მოვკიდე და ბიბლიოთეკაში შევაგდე. კარი ჩავკეტე.

როცა შემოვბრუნდი, მაშინვე ვაკოცე. პირში ენა შევუსრიალე და მის ენას გავუხახუნე. ხელი ძირს ჩავაცურე და საჯდომზე მოვუჭირე, რაზეც ამოიხვნეშა.

მას მოვშორდი. ხელი მოვკიდე და მაგიდაზე შემოვსვი. ყელში ვაკოცე, შემდეგ ვუკბინე, კანი მოვუწოვე და ლავიწის ძვალზე ენა ნაზად გადავატარე.

Dead BodyWhere stories live. Discover now