თავი ოცდამეცხრე

373 29 0
                                    

Hazel's P.O.V.

თვალები გავახილე და პირველი რაც დავინახე, ეს ჰარი იყო. თვალებგაფართოებული მიყურებდა და იღიმოდა. მოულოდნელად ოთახში ექიმი შემოვარდა.

სად ჯანდაბაში ვარ?!

- რა... სად ვარ? _ საწოლზე ჩამოვჯექი.
- საავადმყოფოში _ მპასუხობს ჰარი.
- მაგრამ... აქ რა...

მოულოდნელად ყველაფერი გამახსენდა. როგორ მივქროდით მაღალი სიჩქარით და როგორ დავეჯახეთ სატვირთოს.

- თავს როგორ გრძნობთ ? _ მეკითხება ექიმი.
- კარგად. ცოტა თავბრუ მეხვევა, მაგრამ კარგად ვარ.
- კარგია. კომიდან გამოსვლის შემდეგ რა თქმა უნდა მსუბუქი თავბრუსხვევა გექნებათ. თანაც თქვენ ძალიან დაშავდით.
- რა?! _ წამოვიკივლე _ მე კომაში ვიყავი?! ჰარი...
- დაწყნარდი... _ მითხრა მან.
- რამდენი ხანი?
- სამი თვე... _ ამბობს სევდიანი ხმით.

ჯანდაბა!

მთელი სამი თვე კომაში ვიყავი... ეს... უბრალოდ დაუჯერებელია... შეუძლებელია...

- ნუ ღელავ... აქედან რომ წაგიყვან, ყველაფერი ისევ კარგად იქნება _ ჰარიმ ხელი ჩამჭიდა.

თავს ვუქნევ.

ექიმი ჩემთან მოდის და ფანარს თვალებში მანათებს. რამდენიმე წუთი ხან პულსს მიმოწმებდა, ხან სუნთქვას და ა. შ.

- კარგად ხართ, მაგრამ დღეს მაინც უნდა დარჩეთ საავადმყოფოში. ხვალ კი უკვე გაგწერთ.
- კარგი.

ექიმი ოთახიდან გავიდა.

ჰარი საწოლზე ჩამოჯდა და ხელები წელზე მომკიდა, შემდეგ ამწია და კალთაში ჩამისვა.

- მომენატრე _ თქვა და ჩამეხუტა.

თავი ყელში ჩამირგო. ხელებს ძლიერად მხვევდა. ამავდროულად ამბობდა თუ როგორ ძალიან მოვენატრე, როგორ მნახულობდა ყოველდღე.

ყელში ვაკოცე და ტუჩები მივაწებე. ორივე გავჩუმდით.

- ხვალ აქედან წაგიყვან _ თქვა ცოტა ხნის შემდეგ.

მის ნათქვამზე გამეღიმა. ჰარის ხელები უფრო მჭიდროდ შემოვხვიე და მთელი სხეულით ავეკარი.

დილა გათენდა თუ არა, ჰარი ჩემთან გაჩნდა. ფეხზე ავდექი და ჩავეხუტე.

- ჩაიცვი და წავიდეთ.

ჩანთა ხელიდან გამოვართვი და სააბაზანოში შევედი. სწრაფად ჩავიცვი და ისევ პალატაში დავბრუნდი.

- წამოდი.
- მაგრამ რაღაც საბუთები რომ იქნება შესავსები?
- ეგ უკვე მოვაგვარე. ძალიან მინდა აქედან წაგიყვანო.

გამეცინა.

საავადმყოფოდან გამოვედით და მანქანაში ჩავსხედით. საცხოვრებელთან მალე მივედით. გარეთ სწრაფად გადავედი და ჰარის გვერდით ამოვუდექი.

ჩემს ოთახში ავედი. ლუსი საწოლზე იჯდა. კარების ხმაზე თავი მაღლა ასწია და შემომხედა. სახე გაუბრწყინდა და ფეხზე წამოდგა.

- ჰაზელ...

გამოიქცა და ჩამეხუტა. ხელებს ძლიერად მხვევდა. სუნთქვა შემეკრა.

- მეც მომენატრე.
- რატომ არ მითხარი, რომ გაიღვიძა? _ უთხრა ლუსიმ ჰარის.
- მაინტერესებდა როგორი სახე გექნებოდა მისი დანახვისას _ გაიცინა.
- რაც მთავარია, გაიღვიძე. და კარგად ხარ. იმდენი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი.

ლუსიმ ხელი მომკიდა და საწოლზე დამსვა. ჰარის გავხედე. გამიღიმა, შემდეგ ჩანთა ძირს დადო და გარეთ გავიდა.

ლუსიმ სამი თვის განმავლობაში რაც კი მომხდარა, ყველაფერი მიამბო. შონზეც მითხრა. ამან დამამშვიდა.

- შენზე და ლუიზე რას მეტყვი?
- არაფერი განსაკუთრებული... რაც მთავარია ერთად ვართ...
- მეტი არაფერი?
- კიდევ რისი ცოდნა გჭირდება?
- არ ვიცი... ალბათ მაინტერესებს მოსწონხარ თუ არა სექსში.

ლუსის თვალები გაუფართოვდა. ორივემ სიცილი დავიწყეთ.

დილით ადრე გავიღვიძე. ავდექი და თავი მოვიწესრიგე. თეთრი კაბა ჩავიცვი. ჩანთა ავიღე და წიგნები ჩავალაგე.

ლუსიც სწრაფად გაემზადა და ორივე ერთად გავედით საცხოვრებლიდან.

კოლეჯში მივედით. ლუსი ლაპარაკს არ წყვეტდა.

მოულოდნელად წინ ზეინი და ლიამი შემოგვხვდნენ. ზეინმა, ჩემს დანახვაზე, ფართოდ გაიღიმა. ხელები მომხვია და ჩამეხუტა.

- ასე თუ გააგრძელებ, ძვლებს ჩამიმტვრევ.
- ძალიან მომენატრე _ თქვა, როცა მომშორდა _ რამდენჯერმე ვიყავი მოსული შენთან...
- ლიამ _ მასაც გადავეხვიე.

ხელები მომხვია. ცოტა ხანში მას მოვშორდი.

- შენს დაბადების დღეს რაც მოხდა... _ თქვა ზეინმა _ ეს საშინელება იყო.
- შენ ეს გახსოვს?
- კი. ამას უკვე მეასედ ვამბობ. ექიმმა წამალი დამინიშნა.
- ეს კარგია. ძალიან კარგი.
- კარგით. ჩვენ უნდა წავიდეთ გაკვეთილზე გვაგვიანდება _ თქვა ლუსიმ.
- ჩვენც _ ლიამმა ზეინს ხელი ჩაჰკიდა.

ლუსისთან ერთად საკლასო ოთახში შევედი.

გაკვეთილებმა ჩვეულებრივად ჩაიარეს. ახლა საცხოვრებელში ვბრუნდებით.

უეცრად წინ ჰარი შეგვხვდა. ლუსიმ მე გადმომხედა, შემდეგ მას და გაიღიმა. სიტყვის უთქმელად მარტო დაგვტოვა.

- ჰარი _ გავუღიმე.
- იმ დღეს, როცა ავარია შეგვემთხვა...
- რა?
- მოკლედ სადღაც უნდა წაგიყვანო.
- მაგრამ ღამდება.
- მერე რა? წამოდი.

ჰარიმ ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ წამიყვანა. შიგნით ჩავსხედით.

- კარგად გამოიყურები _ თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს.
- მადლობა _ ვწითლდები.

ჰარი იცინის და მანქანას ძრავს. ნახევარ საათში უცნაურ ადგილას აჩერებს.

აქ რა გვინდა?

მანქანიდან გადმოვედით. წყალზე, ხისგან გაკეთებული, პატარა ფიცრული იდგა. შიგნით შევედი.

- იმ ღამეს აქ მინდოდა წამომეყვანე, მაგრამ... _ თავი დახარა.
- არაუშავს... ახლა ხომ აქ ვართ.
- შეხედე _ თავი ასწია _ იმ დღეს ეს წითელი ვარდები ჯერ კიდევ ახალი იყო... ახლა კი დაჭკნა...
- მერე რა? მე ასეთიც მომწონს... მით უმეტეს შენ ჩემს გვერდით ხარ... _ გავუღიმე.
- უკვე გითხარი, რომ საუკეთესო ხარ?
- ნუ აჭარბებ _ გავიცინე.
- არა. სერიოზულად ვამბობ _ წელზე ხელი მომხვია _ მცირეოდენი გაკმაყოფილებს, უბრალო რაღაც გახარებს... განსხვავებული ხარ და ეს მომწონს.

დაიხარა და მაკოცა.

როცა მომშორდა, შევამჩნიე, რომ მთვარის შუქი ყველაფერს ანათებდა. წყალში კი ვარსკვლავები ჩანდა. ეს ძალიან ლამაზი იყო.

წყალში ჩავიხედე, შემდეგ კი ვარსკვლავებს ავხედე.

- შენს თვალებში მთელი სამყარო ჩანს.
- რა? _ ჰარის შევხედე.

გაიღიმა და ახლოს დამიდგა. ხელები უკან ჰქონდა წაღებული. მას ვუყურებდი. ჩემკენ დაიხარა, თან იღიმოდა. ჩემი თითები ერთმანეთში ავხლართე და მკერდთან ახლოს დავიჭირე.

- ჰარი... _ ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, რის გამოც ლოყები თანდათან მიწითლდებოდა.
- არაფერი თქვა.

მოულოდნელად მაკოცა. კოცნა ნაზი და ტკბილი იყო. ცოტა ხანში ერთმანეთს მოვშორდით, მაგრამ ჰარიმ თავისი სახე, ჩემთან ახლოს მოსწია.

პატარა ბავშვივით გავუღიმე, მას კი გაეცინა.

Dead BodyWhere stories live. Discover now