თავი მეთოთხმეტე

476 39 1
                                    

Harry's P.O.V.

საცხოვრებლიდან გამოვდივარ და მანქანაში ვჯდები. ვქოქავ და კოლეჯში მივდივარ. ჰაზელზე ფიქრები თავს არ მანებებს. გუშინდელი დღე კარგი იყო. მისი სახე მახსენდება, როცა მას ვეხებოდი.

ეშინოდა.

გამეღიმა.

კოლეჯის წინ მანქანა გავაჩერე და გარეთ გადავედი. ვერ ვიტან ამ ადგილს. შენობასთან ლუი შევნიშნე. მაშინვე მასთან მივედი.

- ჰეი _ მომესალმა _ მთელი ეს დღეებია არ მინახიხარ. სად იყავი?
- რაღაც პრობლემა შეიქმნა.
- ჰაზელს ეხება, არა?
- ხო... ზეინი და ლიამი სად არიან? ან ნაილი?
- ზეინი და ლიამი უკვე შიგნით არიან, ნაილი კი... აი, მოდის.

უკან გავიხედე. ნაილი ჰელენთან ერთად ჩვენკენ მოდიოდა. ყურებამდე იღიმის.

- ბიჭებო, დიდი ხანია არ მინახიხართ _ თქვა, როცა მოგვიახლოვდა.
- სად იყავი? _ ჰკითხა ლუიმ.
- პატარა საქმე მქონდა _ ჰელენს გადახედა.
- გასაგებია, მივხვდით.
- გაკვეთილზე არ შევიდეთ? _ ვიკითხე.
- მე ჯერ რაღაც საქმე მაქვს _ თქვა ლუიმ.
- კარგი.

კოლეჯში შევედი. ზარი დაირეკა და კლასში შევედი. ცარიელ მერხზე დავჯექი. ჯანდაბა! ვერ ვიტან მათემატიკას. გვერდით ვიღაც გოგო მომიჯდა.

რა თქმა უნდა.

ყველას უნდა რომ ჩამიწვეს.

მას გავხედე. მაგიდას დაეყრდნო ისე, რომ მკერდი გამოსჩენოდა. გამეცინა და მასწავლებელს გავხედე, რომელიც ახლახანს შემოვიდა.

ზარი დაირეკა და ტანჯვისგან მიხსნა. ფეხზე ავდექი. იმ გოგომ გამიღიმა. თვალები ავატრიალე და კლასი დავტოვე.

კვლავ ჰაზელზე ვფიქრობ. ჯანდაბა! ის სტელას ზუსტი ასლია, მაგრამ მაინც მისგან განსხვავდება. მისი თვალები გამახსენდა. დიდი, ლურჯი და ლამაზი თვალები.

საპირფარეშოში შევედი. ჩანთა ძირს დავაგდე და ნიჟარას დავეყრდენი. რა ჯანდაბა მჭირს?

უეცრად საპირფარეშოში შელი შემოვიდა.

ძუკნა!

ჩემკენ წამოვიდა.

- შენ ჰარი ხარ, არა? _ ძალიან ახლოს დამიდგა.
- რა გინდა? _ ვკითხე უხეშად.

გაიღიმა. უფრო მომიახლოვდა, ოდნავ აიწია და მაკოცა. ხელებს მთელს სხეულზე დაასრიალებდა. ენა პირში შემომისრიალა.

Dead BodyWhere stories live. Discover now