თავი მეოცე

397 30 0
                                    

Hazel's P.O.V.

ორი დღეა, რაც მე და ჰარი შევრიგდით. თითქმის სულ ჩემს გვერდითაა. სულ მიღიმის, მეხუტება და მკოცნის.

ლუსი მთელი ორი დღეა დაკარგულია. ყოველ შემთხვევაში, ასეა, რადგან სულ ლუისთან ერთადაა. ერთად ძალიან ბედნიერები არიან.

კოლეჯის დერეფანში მივაბიჯებ. გაკვეთილი რამდენიმე წუთში დაიწყება. როგორც ყოველთვის, არ მინდა დამაგვიანდეს. ასე, რომ სწრაფად მივდივარ.

მოულოდნელად ვიღაცას დავეჯახე. ხელიდან ფურცლები გაუვარდა და ძირს მიმოიფანტა. დავიხარე და ფურცლების აკრეფა დავიწყე. მისთვის არ შემიხედავს. ისიც დაიხარა და ფურცლების დარჩენილი ნაწილი აკრიფა.

ორივე გავსწორდით. მას შევხედე. სიმპათიურია. რაებს ვფიქრობ? გამიღიმა, მე კი ფურცლები მივაწოდე.

- მაპატიე _ ვთქვი და მეც გავუღიმე.
- არაუშავს. აქ არ მინახიხარ. ახალი ხარ?
- ერთი თვეა, რაც აქ ჩამოვედი.
- მე შონი ვარ. შონ მენდესი.
- ჰაზელ რიდი _ ხელი ჩამოვართვი.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც. გაკვეთილზე მაგვიანდება.
- კარგი, შეხვედრამდე.

მას გავუღიმე და კლასისკენ გავეშურე.

კლასში შესვლისთანავე ლიამი და ზეინი დავინახე. როგორც ყოველთვის, ერთად ისხდნენ. რაღაცაზე იცინოდნენ. ღმერთო, ორივე ძალიან საყვარელია.

გაკვეთილი დასრულდა. დერეფანში გამოვედი. ზეინი და ლიამი ჩემს უკან მოდიოდნენ. უეცრად ზეინი ჩემთან მოვიდა.

- დიდი ხანია აღარ მინახიხარ.
- ხო... _ ლიამი მას გვერდით ამოუდგა.
- გავიგე, რომ შენ და ჰარიმ იჩხუბეთ.
- უკვე შევრიგდით.
- ეს კარგია _ საყვარლად გაიღიმა.
- შენ?
- მე და ლიამს არ გვიჩხუბია.
- ამას არ ვგულისხმობ _ სიცილი დავიწყე.
- ზეინ, გაკვეთილი მალე დაიწყება _ თქვა ლიამმა ღიმილით.
- მე წავალ.

ზეინი ხალხში გაერია. მე და ლიამი ვიდექით და მას ვუყურებდით.

- მეც უნდა წავიდე. ჰარი სად არის?
- დილას ერთად მოვედით. შემდეგ აღარ მინახავს.
- კარგი. მოვძებნი.
- ჰაზელ _ მომესმა უკნიდან.

უკან შევბრუნდი. შონი თვალისმომჭრელად მიღიმოდა. მეც გამეღიმა.

- როცა ჰარის ვიპოვი, ვეტყვი რომ შენთან მოვიდეს _ ლიამს შევხედე. შონს მკვლელ მზერას არ აშორებდა.
- კარგი.

ლიამი წავიდა. გაბრაზდა? და რატომ? ან რაზე? მგონი შონთან ცუდი ურთიერთობა აქვს. მაგრამ ეგ ჩემი საქმე არაა.

შონს მივუბრუნდი. ოდნავ იღიმოდა და უცნაურად მათვალიერებდა.

- რა მოხდა?
- არაფერი. არ წავიდეთ?
- რა თქმა უნდა.

დერეფანს ლაპარაკით გავუყევით. ორივე ვიცინოდით. მგონი მეგობარი შევიძინე.

ზარი დაირეკა. დერეფანი წამებში დაცარიელდა. ყოველთვის მიკვირდა ასე მალე სად ქრებიან მოსწავლეები? ტელეპორტი აქვთ ჩაყენებული?

- ჰაზელ! _ მომესმა ჰარის ხმა.

უკან შევბრუნდი. ჰარი პირდაპირ ჩვენკენ მოდიოდა. გაბრაზებული ჩანს. ნეტავ, რა დავაშავე?

ჩვენთან მოვიდა. მაჯაში მწვდა და თავისკენ მიმწია. მისი ქცევით გაკვირვებული დავრჩი. ჰარის შევხედე. ძალიან ბრაზობს. შონს ისე უყურებდა, მეგონა რომ ეცემოდა და ცემაში სულს ამოხდიდა.

- მას აღარ გაეკარო! _ თქვა დაძაბული ხმით. ხმაზე შეეტყო, რომ თავს იკავებდა.
- ჰარი...
- შენ არ გელაპარაკები. ჰაზელის სიახლოვეს კიდევ ერთხელ დაგინახავ და მოგკლავ!
- ჰარი...

შონი უბრალოდ იდგა. ჰარი სადღაც მიმათვრევდა. რომელიღაც ცარიელ კლასში შემაგდო და კარი საგულდაგულოდ დახურა.

- ჰარი... _ მისკენ გავიწიე.
- მასთან ურთიერთობას გიკრძალავ.
- რა? ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ.
- ჰაზელ! _ მხრებში ჩამაფრინდა _ შენ არ გესმის... ის კარგი ადამიანი არ არის.
- იმის გამო, რომ შენ არ მოგწონს, არ ნიშნავს იმას, რომ კარგი ადამიანი არაა.
- ჰაზელ, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი.
- ჰარი, გაიგე, რომ ის ჩემი მხოლოდ მეგობარია.
- არ არის! ამის დედაც! არ არის! _ ყვირილი დაიწყო _ როცა გეუბნები, რომ კარგი ადამიანი არაა, ესე იგი ასეცაა!
- ეჭვიანობ? _ მშვიდად ვკითხე.
- ჯანდაბა! ეჭვიანობა აქ რა შუაშია?!
- კარგი... _ თავი ჩავხარე.
- ჰაზელ _ სახეზე ხელები დამაწყო _ არ მინდა რამე ცუდი შეგემთხვეს.
- არც შემემთხვევა.

ჰარის გავუღიმე და ჩავეხუტე. ამოიხვნეშა და ხელები შემომხვია. თავზე მაკოცა.

გაკვეთილები დასრულდა. ჯანდაბა! ლუსი სად არის? კარგი. ახლა მართლა ვნერვიულობ!

ჯიბიდან მობილურს ვიღებ და ლუსის ვურეკავ. მიპასუხე... მიპასუხე... მიპასუხე!

- გისმენ...
- ლუსი... ღმერთო, კარგად ხარ?
- კი. ჰაზელ, რა მოხდა?
- არაფერი. მთელი დღეა არ მინახიხარ... ვინერვიულე.
- ნუ ღელავ. ლუისთან ერთად ვარ _ გაიცინა.
- კარგი, მაშინ მე ხელს აღარ შეგიშლით.

მობილური გავთიშე და ჯიბეში ჩავიდე. ის იყო კოლეჯიდან უნდა გამოვსულიყავი, როცა გამახსენდა, რომ მათემატიკის წიგნი კლასში დამრჩა. ჯანდაბა! ასეთი უპასუხისმგებლო როდის გავხდი?!

კლასში შევედი. მერხები მოვათვალიერე. ერთ-ერთ მერხზე ჩემი წიგნი შევნიშნე. მასთან მივედი და წიგნი ავიღე. ჩანთა გავხსენი და შიგნით ჩავდე. როცა მოვტრიალდი, შონი შევნიშნე.

- უბრალოდ... მომხდარზე მინდოდა შენთან საუბარი _ ჩემკენ წამოვიდა.
- კარგი.
- მე და ჰარის ცუდი ურთიერთობა გვაქვს _ ჩემთან, რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა.
- მესმის. შეგვიძლია მეგობრები ვიყოთ _ გავუღიმე.
- მაგრამ ჰარი...
- ჰარის მე დავარწმუნებ, რომ ცდება.

გამიღიმა. წასვლა დავაპირე, როცა ფეხი გადამიტრიალდა. შონმა დამიჭირა და კედელს ამაკრო. ჩემთან ძალიან ახლოს იდგა. მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. მზერა თვალებიდან ჩემს ტუჩებზე გადაიტანა.

Dead BodyUnde poveștirile trăiesc. Descoperă acum