თავი მეცამეტე

480 38 0
                                    

Hazel's P.O.V.

ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც შელიმ ბნელ ოთახში ჩამკეტა. ახლა უკეთ ვარ, მაგრამ როცა ის ბნელი ოთახი მახსენდება, კვლავ შიშისგან ვკანკალებ. ჰარი მთელი ამ დროის მანძილზე გვერდიდან არ მომშორებია. კოლეჯშიც არ წავსულვარ. ასე არ შეიძლება. მეტჯერ გაკვეთილებს ვერ გავაცდენ.

ახლა ვზივარ საწოლზე და წიგნს ვკითხულობ. კარი იღება და ლუსი შემოდის ოთახში.

- ჰაზ, თავს როგორ გრძნობ?
- შედარებით უკეთ ვარ _ გავუღიმე.
- კარგია _ მანაც გაიღიმა.
- ჰარი სად არის?
- მის გარეშე ვერ ძლებ, ხო? _ გაიცინა და წარბები ასწია.
- ლუსი. უბრალოდ მაინტერესებს.
- კარგი, ჰო. სადღაც წავიდა. მალე მოვა.

წიგნის კითხვა გავაგრძელე. ლუსის გავხედე. ტელეფონშია ჩამძვრალი. დროდადრო იცინის ხოლმე. რა სჭირს? ნეტავ, ხომ კარგადაა?

თავი უიმედოდ გავაქნიე და წიგნის კითხვა გავაგრძელე. ისე ეს დენიც როგორ ვერ ხვდება რომ დენიელ კროუფორდთან რაღაც კავშირი აქვს. ჯანდაბა! ეს წიგნი გამაგიჟებს. "საგიჟეთი" გვერდზე გადავდე.

ნეტავ, ჰარი სადაა?

კარი გაიღო და შიგნით ჰარი შემოვიდა. მაშინვე საწოლიდან წამოვხტი, გავიქეცი და კისერზე ჩამოვეკიდე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მან გაიცინა და ხელები მომხვია.

- უკვე კარგად ხარ? _ მკითხა როცა მოვშორდი.
- კი.
- გინდა სადმე გავიდეთ? _ სახეზე ხელები დამაწყო.
- არ ვიცი... _ თავი ჩავხარე.
- ლუსი, ჩვენ ცოტა ხნით გავალთ. გასეირნება ამას არ აწყენს.
- მაგრამ...

ხელი ჩამკიდა და გარეთ გამათრია. დერეფანში ხმის ამოუღებლად გავყევი. როცა გარეთ გავედით, ავწუწუნდი. ჰარი გაჩერდა და ჩემკენ შემობრუნდა.

- აი, ჩემი ჰაზელიც _ გაიცინა _ წამოდი. ფეხით გავისეირნოთ.

ქუჩას ფეხით გავუყევით. ხმას არც ერთი არ ვიღებდით. გვერდით მივყვებოდი, მას ხელი ჰქონდა ჩაკიდებული და დიდი ნაბიჯებით მიდიოდა.

ჯანდაბა! ვერ ვეწევი.

- ჰარი.
- გისმენ.
- აამმ... იმ დღეს... აი, როცა შენს ოთახში ავედით...
- მერე? _ გამომხედა.
- ფოტოები ვნახე... ჩვენ ფოტოებთან ერთად კიდევ სხვებიც ვნახე... იქაც მე ვიყავი, მაგრამ არ მახსოვს როდის გადავიღეთ... და საერთოდ მე მაგ დროს ამერიკაში ვიყავი... შენ არც კი გიცნობდი...

ჰარის შევხედე. სახეზე ფერი დაკარგვოდა. გრძელ სკამზე ჩამოვჯექით. პირდაპირ იხედებოდა. თითქოს ფიქრობდა საუბარი როგორ დაეწყო.

- მას სტელა ერქვა _ დაიწყო მოულოდნელად.
- რა?
- მას, ვისზედაც შენ ამბობ, სტელა ერქვა. ჩემი შეყვარებული იყო... _ ამ თემაზე საუბარი უჭირდა.
- თუ არ გინდა...
- არა. ეს უნდა იცოდე. ბოლოს და ბოლოს ის ხომ შენი ზუსტი ასლია.
- კარგი. აამმ... როგორი იყო?
- სტელა? _ გაეღიმა _ შენ გგავდა, მაგრამ ხასიათებით არა. ის... ყველა ბიჭთან გართობის მიზნით წვებოდა... როცა გამიცნო, მეც ამ მიზნით მოვეწონე... შემდეგ... ჩემთან ყველაზე დიდ ხანს იყო... მეგონა ვუყვარდი... როცა გრძნობებში გამოვუტყდი, მას შემდეგ ჩემს მიმართ უხეში და ცივი გახდა... ცუდად მექცეოდა...
- და... როგორ დაშორდი?
- არ დავშორებულვარ... ის... ერთ დღეს ქუჩაში მარტო მიდიოდა... ღამე იყო... ვერ დავიცავი... ვიღაც ნაბიჭვარმა გააუპატიურა და შემდეგ... ერთი კვირის შემდეგ... _ ჰარი ატირდა _ თავი მოიკლა... საცხოვრებელში იშვიათად მოდიოდა, ცალკე სახლი ჰქონდა... როცა იქ მივედი... ის... თავის ოთახში საწოლზე იწვა... ხელები დასერილი ჰქონდა...

ჰარიმ სახეზე ხელები აიფარა. ღმერთო ჩემო... მისმა მონაყოლმა თავზარი დამცა. მას მოვეხვიე. ჰარი ცოტა დამშვიდდა.

- მას არ ჰგავხარ _ ცრემლები შეიმშრალა _ შენ მასთან შედარებით ანგელოზი ხარ... როცა პირველად დაგინახე, შემეშინდა... ცუდად არ გამიგო, უბრალოდ მას ძალიან ჰგავხარ...
- მესმის... ჰარი...
- არაფერი თქვა _ მშვიდად მითხრა.

მოტრიალდა და მაკოცა. კიდევ ცოტა ხნით ვისხედით აქ, შემდეგ კი საცხოვრებელში დავბრუნდით. გასეირნებამ ცოტა ხასიათზე მომიყვანა.

ლუსი ოთახში არ დამხვდა. ჰარი შიგნით შემოვიდა. უეცრად წელზე ხელი მომხვია და სხეულზე ამიკრა. ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა. მზერა ჩემს ტუჩებზე გადმოიტანა. დაიხარა და მაკოცა. პირში ენა შემომისრიალა და ყველა წერტილს მოატარა. მის პირში მსუბუქად ამოვიკვნესე. ჩემკენ სვლა დაიწყო. მალე საწოლზე დამაწვინა.

Dead BodyWhere stories live. Discover now