თავი ოცდამეოთხე

406 33 0
                                    

Hazel's P.O.V.

სტელაზე ფიქრი არ მასვენებს. ის ჩემი დაა... უფრო სწორად, იყო.

ნეტავ, როგორი იყო? ჰარის ნაამბობით ცუდი ადამიანი იყო, მაგრამ ეს მისი ბრალი არაა. ცუდ გარემოში გაიზარდა. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს რომ არ დავეშორებინეთ, აუცილებლად კარგი იქნებოდა. მაგრამ მე ვერაფერს შევცვლი. წარსული წარსულად დარჩება.

ამ წიგნს უკვე მეათედ ვკითხულობ, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე. ალბათ, ფიქრების ბრალია.

წიგნს ვხურავ და თავს ხელებში ვრგავ. თვალებს ვხუჭავ და კვლავ ფიქრს ვიწყებ.

კარის გაღების და დახურვის ხმა ისმის. ალბათ ლუსი მოვიდა.

მოულოდნელად მხრებზე ნაზ შეხებას ვგრძნობ. თავს მაღლა ვწევ და უკან ვიხედები.

- ჰარი _ პატარა ბავშვივით წამოვიძახე.

გავიღიმე და სკამიდან წამოვხტი. ჰარის კისერზე შემოვეხვიე. მან კი წელზე ხელები მომხვია და ამწია.

- პატარავ _ გაიცინა. მე კი ფეხები წელზე შემოვხვიე _ მომენატრე.
- მეც _ ყელში ვაკოცე და ტუჩები ცხელ კანზე დავადე.
- ძალიან?
- ძალიან. ჰარი _ ჰარიდან ჩამოვდივარ _ შეიძლება რაღაც გკითხო?
- კი _ მიღიმის და სახის ნაკვთებს მითვალიერებს.
- იცი, რომ მე და სტელა ტყუპები ვართ?

ჰარი დასევდიანდა. ამოიოხრა და თავი დამიქნია, თანხმობის ნიშნად.

- ლუიმ მითხრა... ხომ იცი... ეს არაფერს ცვლის... შენს მიმართ ჩემი გრძნობები უცვლელია... ისევ მიყვარხარ.
- ხო... _ თვალები ძირს დავხარე.
- ჰაზელ _ თვალები აუელვარდა _ მინდა რომ კვლავ შეგეხო _ მკლავზე თითები ნაზად დამისვა _ კვლავ მოგეფერო და გაკოცო.

ჰარი ჩემკენ წამოვიდა. მე კი მას ისევ შეშინებული თვალებით ვუყურებდი და უკან ვიხევდი. ბოლოს კი კედელს ავეკარი. ლოყები ამიხურდა, როცა ჰარი ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში გაჩერდა. მას კი გაეღიმა.

- ერთი კითხვა მეც მაქვს შენთან.
- და... რა გაინტერესებს?
- ოდესმე შენს თავს შეხებიხარ?

მის ნათქვამზე დავფიქრდი. რას გულისხმობს? მას გაკვირვებულმა შევხედე.

- ასე? _ ხელებს ლოყებზე ვიწყობ.

ჰარი სიცილს იწყებს. რა აცინებს? 

Dead BodyWhere stories live. Discover now