თავი ოცდამეხუთე

396 29 1
                                    

Hazel's P.O.V.

რამდენიმე დღეა ლუსი უცნაურად იქცევა. როცა ლუის ან ნაილს ელაპარაკება და მე მივუახლოვდები, შეშინებული მიყურებს და ცდილობს იქაურობას მომაშოროს.

დილით ჩვეულ დროზე გავიღვიძე. ჩემდა გასაკვირად, ლუსი საწოლში არ დამხვდა. მგონი აქ არც ყოფილა, რადგან საწოლი ხელუხლებელი იყო.

საწოლში წამოვჯექი. დღეს ჩემი დაბადების დღეა. მაგარია. იმედია ლუსის ახსოვს და უბრალოდ მომილოცავს.

ფეხზე ავდექი და სააბაზანოში შევედი. ცხელი წყლის ქვეშ დავდექი. როცა ბანაობას მოვრჩი, ოთახში დავბრუნდი და ტანსაცმელი სწრაფად ჩავიცვი.

მოულოდნელად ლუსი შემოვარდა. კარი მიხურა და ზედ მიეყრდნო.

- რა გჭირს?
- კიბეზე ამოვირბინე _ ძლივს სუნთქავდა.

საწოლთან მიბობღდა და ზედ ჩამოჯდა. მასთან მივედი და წინ დავუდექი. ვიღიმოდი და თვალებში ვუყურებდი.

- რა? _ ამომხედა.
- არ გახსოვს?
- რა უნდა მახსოვდეს?
- ანუ არ გახსოვს _ თავი ჩავხარე.
- დავიღალე, ჰაზელ. უნდა დავიძინო.
- კარგი.

კარისკენ თავჩახრილი წავედი. კარი გავაღე და გარეთ გავედი.

არ ახსოვს... კი, მაგრამ ლუსის ეს როგორ დაავიწყდა? ყოველ ჩემს დაბადების დღეზე ცდილობდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო... მაგრამ... ახლა... ბევრს არ ვთხოვ... უბრალოდ მინდა ჩამეხუტოს და მითხრას, რომ დღეს გენიოსის, როგორც ის მეძახის, დაბადების დღეა...

დერეფანს ნელი ნაბიჯით გავუყევი. უეცრად ჰარი დავინახე. მასთან მივირბინე და ჩავეხუტე. ხელები მომხვია.

- პატარავ... _ გაიცინა.
- ორი დღეა არ მინახიხარ. სად იყავი?
- რაღაც საქმე მქონდა.
- მომენატრე _ ხმადაბლა ვთქვი.

ჰარიმ უკან გამწია. სახეზე ხელები დამაწყო და ჩემკენ დაიხარა. გამიღიმა და მაკოცა.

უკვე საღამოა. ოთახში მარტო ვზივარ და წიგნს ვკითხულობ. ლუსი სადღაც წავიდა.

მოულოდნელად კარი გაიღო და ლუსი შიგნით შემოვიდა. ჩემთან მოვიდა და წიგნი ხელიდან გამომგლიჯა.

- ადექი და ყველაზე ლამაზი ტანსაცმელი ჩაიცვი _ იღიმის.
- რა ხდება?
- ადექი. ჰაზელ, დროზე.

თვალებს ვატრიალებ და კარადასთან მივდივარ.

ნაცრისფერ, უმკლავო მაისურს ვიცვამ და შავ მოკლე კაბას. მართალია, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ არა უშავს.

ლუსისკენ ვბრუნდები. ის კი გაბრწყინებული თვალებით მიყურებს. ხელები უკან აქვს დამალული.

- თმები გაიშალე. მე კი მსუბუქ მაკიაჟს გაგიკეთებ.
- იცოდე. არანაირი ტონალური.
- კარგი. მანამდე _ ჩემთან მოდის _ ეს გამომართვი.

ლუსი ხელში წიგნს მაჩეჩებს. სტივენ კინგის "ნათება". ამ წიგნზე სულ ვოცნებობდი.

ლუსის გახარებულმა შევხედე. ის კი ისე იღიმოდა, თითქმის ყველა კბილი უჩანდა.

- დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო გენიოსო. ვიცოდი, რომ ეს წიგნი გაგიხარდებოდა.

ლუსის გადავეხვიე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ცრემლები გადმომცვივდა.

- არ იტირო _ ხელებს სახეზე მაწყობს _ მოდი, მაკიაჟს გაგიკეთებ.

ლოყაზე მკოცნის და თავის კარადასთან მიდის. მეც მას მივყვები. სკამზე ვჯდები და ლუსის ვუყურებ.

მაკიაჟის გაკეთების შემდეგ, ოთახიდან გამოვედით. არ ვიცი სად მივდივართ. უბრალოდ ლუსის მივყვები, მას კი ხელი აქვს ჩაკიდებული ჩემზე.

კიბეზე ჩავედით თუ არა, შევნიშნე, რომ ყველა აქ იყო. ჯანდაბა! ხომ იცის რომ არ მიყვარს ხალხმრავლობა.

- დღეს ყველა კარგად გავერთობით _ თქვა ნაილმა.

ლუსის ხელზე ავეწებე და შეშინებული თვალებით ირგვლივ ყველაფერს ვათვალიერებდი.

წვეულება დაიწყო. ყველა მილოცავს დაბადების დღეს, საჩუქარსაც მჩუქნიან.

- ლუსი.
- მოგწონს? _ წარბებს ათამაშებს _ ყველაფერი მე დავგეგმე _ ამაყად დადგა.
- მადლობა... ამ ყველაფრისთვის.

წვეულება ნახევარი საათია დაიწყო, მე კი ჰარის ვეძებ. ლუის ვკითხე, თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ არ იცოდა.

ლუსიმ ხელი ჩამავლო და სადღაც წამათრია. წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი.

დიდ ოთახში შევედით. ცენტრში კი ტორტი იდგა. მასთან დამაყენა და დანა აიღო.

- სურვილი ჩაიფიქრე და სანთელი ჩააქრე.

ყველა ჩვენს გარშემო მოგროვდა. ლუის გავხედე, რომელიც ლუსის გვერდით იდგა და მასზე ხელი ჰქონდა გადახვეული.

- ამას უთხარი დანა დაწიოს _ ლუის მივმართე.

ყველას გაეცინა. ტორტს გავხედე. სერიოზულად?! დიდი ასოებით აწერია "GENIUS".

სანთლები ჩავაქრე და ტორტი გავჭერი. ჰარის თვალებით ვეძებდი, მაგრამ ვერსად დავინახე.

როცა უკან მივბრუნდი, ზეინს შევეჯახე. გავუღიმე და გადავეხვიე. ლიამი მის გვერდით იდგა. მასაც გადავეხვიე და ლოყებზე გავეთამაშე.

დაბადების დღე მომილოცეს. ჯანდაბა! ჰარი სადაა?

საპირფარეშოში შევედი. უნდა დავურეკო.

მობილურში მისი ნომერი ავკრიბე, მაგრამ ვერ დავრეკე, რადგან ამ დროს შონი შემოვიდა.

- დაბადების დღეს გილოცავ.
- მადლობა _ ნეტავ, მალე წავიდეს.
- მეც მაქვს შენთვის საჩუქარი _ კარი ჩაკეტა.

შონი ჩემკენ წამოვიდა. უკან რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და კედელს დავეჯახე. ახლოს დამიდგა.

უეცრად ყელში მაკოცა და ხელები წელზე მომხვია.

- რას აკეთებ?! _ წამოვიკივლე _ გაჩერდი!

ხელი ქვემოთ ჩააცურა და საჯდომზე მომიჭირა.

მხრებზე ხელი მოვკიდე და უკან გაწევა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა.

სხეულზე უფრო მომეკრო და განძრევის საშუალება არ მომცა.

ავტირდი.

ეს ყველაფერი მაინც და მაინც დღეს რატომ ხდება?

- გაჩერდი...

მაისური გამხადა და მკერდზე მაკოცა. უხეშად მეხებოდა.

- მტკივა... _ ტირილს ვერ ვწყვეტ.

ისევ შევეწინააღმდეგე, მაგრამ მან მაჯები თავის ხელში მოიქცია და თავზემოთ გამიკავა.

მიკბინა. ტკივილისგან წამოვიკივლე. ცხარე ცრემლი გადმომცვივდა.

დახმარებას ვითხოვდი, მაგრამ ჩემი არავის ესმოდა. ის კი აგრძელებდა და კვლავ ზიანს მაყენებდა.

უეცრად კარი შემოამტვრიეს. შიგნით ჰარი შემოვარდა. შონის დანახვაზე, გაბრაზდა და მას ხელი მოკიდა. უკან გასწია და კედელს მიაჯახა.

ჩემს წინ დადგა. ძალა აღარ მეყო. მთელი ამ დროის მანძილზე შონს ვეჭირე. ჩავიკეცე და უფრო ავტირდი.

ჰარი შონს ურტყამდა, მაგრამ ლუიმ გააჩერა. ლუსი საპირფარეშოში შემოვიდა და მაშინვე მე მომვარდა.

- გეყოფა! _ ყვიროდა ლუი _ ასე მას მოკლავ!
- ჰოდა მოკვდეს... ყველაფერს იმსახურებს! _ დაიღრიალა ჰარიმ.
- ამის დედაც! ჰაზელს მაინც შეხედე. საშინელ მდგომარეობაშია!

ჰარი უკან მოტრიალდა. ჩემს დანახვაზე თვალები ცრემლით აევსო.

მაშინვე ჩემთან მოვიდა. მას მოვეხვიე და უფრო ავტირდი.

ლუიმ შონი გარეთ გაათრია. ლუსიც მას გაჰყვა.

- ყველაფერი კარგადაა _ ჰარი ლაპარაკს არ წყვეტდა _ დამშვიდდი... კარგად ხარ... ის ვეღარაფერს გავნებს... მშვიდად... მე შენს გვერდით ვარ...
- შემეშინდა...
- ვიცი...
- არ მინდოდა... არ მინდოდა... _ ისევ ვტირი.
- მშვიდად _ თავზე მაკოცა.
- ის... ის მტკენდა...
- ყველაფერმა ჩაიარა... მოდი, ჩაიცვი... შენთვის პატარა სიურპრიზი მაქვს...

ჰარიმ ჩემი მაისური აიღო და ჩამაცვა. ტირილი შევწყვიტე.

გარეთ გამოვედით. ჰარის მანქანაში ჩავჯექი და თავი მინას მივადე. მთელი გზა ხმა არ ამომიღია.

ჰარიმ ხელი ჩამკიდა. მას გავხედე. გამიღიმა და ხელზე მაკოცა.

წინ გავიხედე. სიბნელეა. მანქანებიც არ დადიან. რაც მივდივართ, მხოლოდ ორმა გაიარა.

ჰარის შევხედე. მანაც გამომხედა. სპიდომეტრს დავაკვირდი. ჩქარა მოვდივართ. ეს კი მომწონს.

უეცრად ჩვენს წინ მომავალი სატვირთო მოცურდა და მაღალი სიჩქარით დაგვეჯახა.

Dead BodyWhere stories live. Discover now