თავი პირველი

799 58 1
                                    

ტაქსიში ვზივარ და ჩემი საუკეთესო მეგობრის, ლუსის, სახლში მივდივარ. უფრო სწორად მისის ბებიის. ერთი თვის წინ გარდაიცვალა და ანდერძად ინგლისში ბინა დაგვიტოვა. აქ ორივე ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩამოვედით.

ათის ვიყავი, როცა ლუსის ბებიამ მიშვილა. მხოლოდ იმიტომ, რომ ლუსის მშობლები ავარიაში დაიღუპნენ და მას ვინმე სჭირდებოდა ვინც ამ დროს გვერდით ეყოლებოდა.

ლუსის გავხედე. არაფრისმთქმელი მზერით გაყურებს არემარეს. არც მიკვირს. რამდენიმე კვირის წინ ვიღაც ნაბიჭვარმა გააუპატიურა. საშინელ მდგომარეობაში იყო, როცა ვიპოვე. კაბა შემოხეული და სხეული დალურჯებული ჰქონდა. არ ტიროდა. გაშეშებული ძირს იჯდა. ერთი კვირაა, რაც თავის თავს დაუბრუნდა. ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ჩემი ლუსი დაბრუნდა.

ტაქსი გაჩერდა. ორივე გარეთ გადავედით. ლუსიმ მძღოლს ფული გადაუხადა, მე კი ორი ჩემოდანი გადმოვიღე საბარგულიდან.

შენობაში შევედით. ღმერთო, რამხელა კიბეა! ლუსი წინ მიდის, მე კი უკან მივყვები.

- მოიცადე _ ვთქვი და კიბის მოაჯირს დავეყრდენი _ დავიღალე.
- ჯერ მეორე სართულზე ვართ.
- მე კი რატომღაც მეჩვენება რომ მეასეა.
- ჰაზელ.
- დავიღალე _ წუწუნი დავიწყე.
- წამოდი.
- დავისვენოთ და მერე.
- ჰაზ!
- მოვდივარ.

მეოთხე სართულზე ავედით. უფრო სწორად ის ავიდა, მე კი ავფოფხდი. ლუსიმ კარი გააღო. მაშინვე შიგნით შევვარდი.

- არაფერი ჩანს _ კვლავ დავიწუწუნე. ლუსიმ სინათლე ჩართო _ უი.
- კარგი ბინაა.
- და ამას მხოლოდ მისაღები ოთახით მიხვდი?
- მაშინ დავათვალიეროთ _ გამიღიმა.

ბინა მართლაც კარგი აღმოჩნდა. ისეთია ორივეს გემოვნებაში რომ ჯდება. მისაღებიდან ხელმარჯვნივ სამზარეულოა. მის გვერდით დერეფანი და იქ კი სამი ოთახია განთავსებული. მისაღებში კი ორი პანორამული ფანჯარაა.

მე, როგორც ყოველთვის, პატარა და მყუდრო ოთახი ავარჩიე, ლუსიმ კი დიდი და ისეთი, რომლიდანაც ქალაქის ხედი უფრო კარგად მოჩანს.

მისაღებში გამოვედით. ყველაფერი დამტვერილია. ლუსის გავხედე.

- უნდა დავალაგოთ _ თქვა მან.

სამ საათში ორივე დაღლილები დავსხედით დივანზე. ლუსის ხელში რაღაც ფურცლები ეჭირა.

- ეგ რა არის? _ ვკითხე ისე, რომ ფურცლებისთვის თვალი არ მომიშორებია.
- სადმე ხომ უნდა ვისწავლოთ.
- მერე?
- მოკლედ კოლეჯში საბუთები გადავაგზავნე და... _ ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა. დახედა და სახეგაბრწყინებულმა შემომხედა _ მიგვიღეს.
- რა?! _ წამოვიკივლე.
- ხვალიდან კი სწავლას დავიწყებთ.
- ხომ იცი რომ ფული დაგვჭირდება.
- სამსახურსაც მოვძებნით.
- მე მოვძებნი _ ვუთხარი და გავუღიმე.
- კარგი.
- ლუსი, ხომ კარგად ხარ?
- კი _ ხელი ხელზე დამადო _ დღეიდან ყველაფერს თავიდან დავიწყებთ. ერთად... აქ ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩამოვედით.
- უბრალოდ... შენზე ვღელავ _ ვთქვი და თავი დავხარე.
- ვიცი _ მხრებში ხელი მომკიდა და თავისკენ შემაბრუნა _ ჰაზელ, გპირდები აქ უკეთესი ცხოვრება გექნება... ორივეს უკეთესი ცხოვრება გვექნება.
- ლუ...
- რა?
- მიყვარხარ.

ლუსისკენ მივიწიე და ჩავეხუტე. მანაც ხელები მომხვია. მასთან თავს დაცულად ვგრძნობ.

- გინდა რამეს ვუყუროთ? _ მკითხა, როცა უკან გავიწიე.
- კი. ოღონდ შენ აარჩიე.
- კარგი.

ლუსი ადგა და ლეპტოპი მოიტანა. "იგი" ჩართო. მშვენიერია, ღამით ვერ დავიძინებ. მთელი ერთი საათი ფილმს დაძაბული ვუყურებდი.

- მგონი დროა რომ დავიძინოთ _ მითხრა, როცა ფილმი დამთავრდა.
- არ დამეძინება.

ლუსიმ სიცილი დაიწყო. კარგია. თანდათან თავის თავს უბრუნდება. ეს კი უფრო მახარებს.

Dead BodyWhere stories live. Discover now