თავი ოცდამეერთე

384 32 3
                                    

Hazel's P.O.V.

რამდენიმე დღეა, რაც დროის გარკვეულ ნაწილს შონთან ვატარებ. კარგი ადამიანი ჩანს. ერთად ბევრს ვიცინით ხოლმე. რამდენჯერმე კი ისეთი მომენტი შეგვექმნა, კინაღამ ვაკოცეთ ერთმანეთს. ამის გამო მასთან ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს.

დღესაც გაკვეთილზე ერთად ვიყავით. როცა გამოვდიოდით, შემაჩერა. რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ჩემი მოუხერხებლობის გამო კისერზე ჩამოვეკიდე. ისევ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. როცა გავაცნობიერე, რომ ჩემკენ იხრებოდა, მოვშორდი. არ მინდა მის გამო ჰარისთან პრობლემა შემექმნას.

ლუსი ისევ ლუისთანაა, ან ნაილთან ან... მოკლედ არ ვიცი. ამ ბოლო დროს ხშირად ქრება ხოლმე. ისიც კი არ ვიცი სად შეიძლება იყოს.

დავალებებს ვწერ. ვერ გამიგია ჩემი ლიტერატურის რვეული სად გაქრა? არა და თემა მაქვს დასაწერი. გაკვეთილები უკვე ვისწავლე. წერისგან უკვე ხელი მეტკინა და თვალები დამეღალა.

კარზე კაკუნი გაისმა. თვალებს ვატრიალებ და კარისკენ მივდივარ. ეს თუ ლუსია, მაშინ ჩემი ხელით მოვკლავ!

კარს ვაღებ. ლუსისთვის საბედნიეროდ და ჩემთვის სამწუხაროდ, კართან შონი დგას. საყვარლად მიღიმის. კარგი... ნეტავ, რა უნდა?

- რა მოხდა?
- სიჩქარეში ეს დაგრჩა _ ლიტერატურის რვეულს მიწვდის.
- რამდენი ვეძებე _ ვართმევ და რვეულს დავყურებ სახეგაბრწყინებული _ მადლობა.
- არაფერს. კარგი, მე წავალ.
- კარგი.

შონი წავიდა. კარს ვხურავ. მაგიდასთან ვჯდები და რვეულს ვშლი. ის იყო წერა უნდა დამეწყო, როცა მომაფიქრდა, რომ ლუსისთვის დამერეკა.

მობილური ავიღე და ჩავრთე. გამორთული იმ შემთხვევაში მაქვს, როცა რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებ.

ჩართვისთანავე ოცდაათი შეტყობინება დამხვდა. ჯანდაბა! ჰარი მირეკავდა. ხომ კარგადაა?

ფეხზე სწრაფად ვდგები და მისი ოთახისკენ თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ. კართან ვჩერდები და ძლიერად ვაკაკუნებ.

გააღე! გააღე!

კარი იღება და ჰარის ვხედავ. არაფერი ეტყობა, რომ ცუდადაა, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. შიგნით მიშვებს და კარს ხურავს. ახლა მეშინია.

- რატომ არ მპასუხობდი? _ გაბრაზებული ჩანს.
- მობილური გამორთული მქონდა.
- რატომ?
- ვმეცადინეობდი.
- ესე იგი მეცადინეობდი, არა? _ ჩემკენ სვლა დაიწყო, შიშისგან უკან დავიხიე _ შონთან ურთიერთობა აგიკრძალე და შენ რას აკეთებ?! რამდენჯერმე დაგინახე, ჰაზელ. მას... ამის დედაც! როგორ აძლევ უფლებას შეგეხოს?!
- შენ... _ ხმადაბლა ვთქვი. თვალები ცრემლით გამევსო.
- ხო, დაგინახე! _ ძალიან გაბრაზებულია. კუთხეში მომიმწყვდია _ ჰაზელ, კიდევ ერთხელ გეკითხები. რატომ არ მპასუხობდი?
- ვმეცადინეობდი... _ ხმა მიკანკალებს.
- ნუ მატყუებ! ნუთუ არ გრცხვენია?! თვალებში მიყურებ და მატყუებ!
- არ... არ გატყუებ...
- ამის დედაც! შეგიძლია სიმართლე თქვა?!
- ვმეცადინეობდი... _ თავი ჩავხარე.
- როცა გელაპარაკები, თვალებში შემომხედე!

მისმა ყვირილმა შემაშინა. ჰარის შევხედე. ჯანდაბა! ძალიან ბრაზობს. მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რაზე.

- არ გეცალა, რადგან შონთან სექსით იყავი დაკავებული, ხომ ასეა?!

რა?! მას რა, ასეთი ვგონივარ?! ახლა კი მართლა გავბრაზდი. ის ცრემლები, რომლითაც თვალები წუთების წინ ამევსო, სადღაც გაქრა.

ჰარის სახეში ძლიერად გავარტყი. ხელი აწითლებულ ლოყაზე მოიკიდა. შემდეგ კი თითები გახეთქილ ტუჩზე გადაისვა და სისხლით დაესვარა.

- აღარ გაბედო _ ჩემში გამძინვარებულ მხეცს ძლივს ვაკავებდი, რადგან ვიცოდი, რომ მისი გამოშვებით ჰარის ნამდვილ ჯოჯოხეთს მოვუწყობდი _ აღარ გაბედო და მეორედ ჩემზე მსგავსი რამ აღარასოდეს თქვა!
- ჰაზელ... _ მის სახეზე სინანული გამოისახა.
- ნუთუ მართლა ასეთი გგონივარ?! რაში მჭირდება შენი მოტყუება?!
- მაპატიე...
- უკვე გვიანია... ნუთუ არ მიცნობ? ასეთი რამ ჩემზე როგორ იფიქრე? ჩემში ეჭვი როგორ შეიტანე?
- ჰაზელ... გთხოვ...

უნდოდა შემხებოდა, მაგრამ ამის უფლება არ მივეცი. კარისკენ გავემართე.

- სტელა, არ წახვიდე.

მისმა სიტყვებმა შემაჩერა. თვალები ისევ ცრემლებით ამევსო. გულში კიდევ ერთი დანა ჩამესო.

ვიცოდი... 

Dead BodyWhere stories live. Discover now