თავი მეშვიდე

569 42 2
                                    

Lucy's P.O.V.


ტანსაცმელს ვიცვამ. ჰაზელს ჯერ კიდევ სძინავს. კაბის ელვა შევიკარი, თეთრი კეტები ამოვიცვი და ჰაზელთან მივედი. თავზე დავყურებ. საყვარლად სძინავს.

- ჰაზ _ მისკენ დავიხარე და მხარზე ხელი დავადე. ოდნავ შევანჯღრიე _ ჰაზელ. გაიღვიძე. ჰაზ...

თვალებს ახელს და საწოლზე ჯდება. შემომხედა. იდაყვით ფეხს დაეყრდნო და თვალები დახუჭა.

- მეძინება _ ამოილუღლუღა _ მაცადე ძილი.
- დღეს გაკვეთილები გვაქვს. ცნობისთვის დღეს სამშაბათია.
- ვდგები _ დაიბუზღუნა.

სააბაზანოში შევარდა. ჩანთაში წიგნები ჩავაწყვე. ჰაზელი სააბაზანოდან გამოვიდა და ჩაცმა დაიწყო. როგორც ყოველთვის, ჯინსები და შავი, დიდი სვიტერი ჩაიცვა. ოთახიდან გამოვედით. როგორც ყოველთვის, თან ვლაპარაკობთ და ვიცინით.

კოლეჯში შევედით. ლუის მოვკარი თვალი. მე მიყურებდა. ჯანდაბა! ეს კაბა არ უნდა ჩამეცვა. ისე მიყურებს, მეშინია არ მომვარდეს და აქ არ მიხმაროს. თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. თვალები, როგორც ყოველთვის, უელავს. ოდნავ იღიმის.

დავაიგნორე და ჰაზელთან ერთად გვერდი ჩავუარე. მწველ მზერას ვგრძნობ. ჯანდაბა, ლუი!

კლასში შევედით. ცარიელ ადგილზე დავსხედით. მთელი გაკვეთილის განმავლობაში ვსაუბრობდით. ჰაზელი ჩემს გაჩუმებას სცდილობდა, მაგრამ ამაოდ.

გაკვეთილი დასრულდა. დერეფანში გამოვედით. ჰაზელს ლიტერატურა აქვს, მე კი მათემატიკა. ცოტა ხნით ვისაუბრეთ. როცა ზარი დაირეკა, ჰაზელი კლასისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. მათემატიკის კლასისკენ დავიძარი. დერეფანი, როგორც ყოველთვის, წამებში ცარიელდება, ზარის დარეკვის შემდეგ.

უეცრად ვიღაც მაჯაში მწვდა და საპირფარეშოში შემაგდო. უკან მოვტრიალდი. კართან ლუი იდგა. შემათვალიერა. ჩანთა ხელიდან გამივარდა. ჩემკენ წამოვიდა. უკან ვიხევდი. საბოლოოდ კედელს დავეჯახე. წასასვლელი არსად მქონდა. ლუი ჩემთან ძალიან ახლოს იდგა. ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!

Dead BodyWhere stories live. Discover now