თავი მესამე

599 51 2
                                    

Lucy's P.O.V.


დილით ვიღვიძებ თუ არა პირველი რასაც ვხედავ ეს ჰაზელია. მის გარშემო ორი დიდი და ორი პატარა ჩემოდანი დევს. თვალებს ვიფშვნეტ და ფეხზე ვდგები.

- ჰაზ, ეს რა არის?
- ჩვენი ნივთები გადმოვიტანე. ეს შენი ნივთებია _ მიმითითა კართან მდგარ ორ ჩემოდანზე _ იქ შენი პირადი ნივთებიცაა.
- კარგია რომ მოიტანე.
- კარადაში შეაწყვე. მე უკვე დავალაგე.

ჰაზელის კარადას გავხედე. ყველაფერი ზედმეტად მოწესრიგებულია. ხო, ის ნამდვილი კონტროლის მანიაკია. ყველაფრის წესრიგში მოყვანა უყვარს. მეც მიყვარს ეს, მაგრამ ის ამაზე ზედმეტადაა ჩაციკლული.

ჩემოდნები ავიღე და რამდენიმე წუთში კარადაში ყველაფერი შევაწყვე.

- თავი მოიწესრიგე და ერთად წავიდეთ _ მითხრა ჰაზელმა და ჩანთაში წიგნების აკურატულად ჩალაგება გააგრძელა.

თვალები ავატრიალე, თან გამეღიმა. სააბაზანოში შევედი და თავი სწრაფად მოვიწესრიგე. უკან დავბრუნდი და კარადასთან დავდექი. რა ჩავიცვა?

- სწრაფად ჩაიცვი _ ისევ ბრძანება.
- შენგან განსხვავებით ხელში რაც მომყვება, იმას არ ვიცვამ _ ვუთხარი და გავუღიმე.

შარვალი და მაისური ჩავიცვი. ფეხზე ვანსები ამოვიცვი და ჩანთა ავიღე, რომ წიგნები ჩამელაგებინა.

- უკვე ჩავაწყვე _ მითხრა ჰაზელმა.
- მადლობა, დედიკო.

ჰაზელმა თავი გააქნია და გაიღიმა. ოთახიდან გამოვედით. გასაღები ჰაზელს გამოვართვი, როცა კარი ჩაკეტა.

კიბეზე ჩავედით და შესასვლელში მყოფ ბავშვებში გავერიეთ. გარეთ გამოვედით და გზას ფეხით გავუყევით.

უეცრად მისი სახე გამახსენდა, როცა მეუბნებოდა, რომ ჩვენ უბრალოდ ვერთობოდით. არ ვადარდებდი. ყველა მისი შეხება ისეთი უხეში იყო... ყველაზე მეტად კი მისი თვალები დამამახსოვრდა. ზღვასავით ლურჯი და ცივი. სახეზე კი არანაირი გრძნობა არ ჰქონდა გამოსახული. რასაც აკეთებდა, მისთვის მართლაც გართობა იყო. ვთხოვდი რომ გაჩერებულიყო, მაგრამ ყურსაც არ მიგდებდა. წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ხელებს მიკავებდა და იგივეს აგრძელებდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ამას აზრი არ ჰქონდა და გავჩერდი. ბრძოლა შევწყვიტე. მანაც კი ის მიიღო, რაც უნდოდა.

Dead BodyWhere stories live. Discover now