1. პირველი ნაბიჯები ჯოჯოხეთისკენ

1.3K 37 18
                                    

მილა ვაითვორსი

სტეფანი: მილა, ძვირფასო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

სტეფანი: მილა, ძვირფასო. შეგიძლია აქ მოხვიდე? გთხოვ..

ჩემმა ძმამ მისაღები ოთახიდან ამომძახა მაშინ, როცა მე ჩემს საძინებელში ვიყავი. ოთახი ფეხაკრეფით დავტოვე, არ მინდოდა ვინმეს დავენახე. მამას ძალიან არ მოსწონდა, როცა სახლში უმისამართოდ დავბოდიალობდი ხოლმე, ეს ყოველივე კარგად ვიცოდი, მაშინაც კი როცა მამა რამდენიმე კვირით მიემგზავრებოდა ვცდილობდი სახლში ტყუილად არ მებოდიალა. ვიცი, რომ მამას ვუყვარვარ და ის ყველაფერს ჩემი კეთილდღეობისთვის ამბობს და აკეთებს. მას სურს რომ მეტი ვიმეცადინო და მართალიცაა, სწავლა და მეცადინეობა ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არაა, სიზარმაცის გამო ნამდვილად არ ვბრწყინავ. არადა საკუთარი თავის განვითარებისთვის ეს ყოველივე ნამდვილად საჭიროა.

რამდენადაც მიხვდით მამასთან და ჩემს ძმასთან ერთად ვცხოვრობ. მამაჩემი საკმაოდ მკაცრი კაცია. სახლის დატოვების უფლებას თითქმის არასდროს მაძლევდა, სკოლაშიც კი არ მივლია ჩვეულებრივი ბავშვების მსგავსად. მონაზვნები სახლში მოდიოდნენ და ისინი მაძლევდნენ იმ ზოგად განათლებას, რომლებსაც ჩვეულებრივი მოსწავლეები სკოლაში იღებენ ხოლმე. მამა მეგობრების ყოლის უფლებასაც არ მაძლევდა, რადგან ფიქრობდა, რომ ისინი წარმატების მიღწევაში ხელს შემიშლიდნენ. ვფიქრობ, ის მართალია, მან ხომ ჩემზე უკეთ იცის თუ რა იქნება ჩემი მომავლისთვის უკეთესი, ბოლოს და ბოლოს ის მამაჩემია. 

ახლა 20 წლის ვარ. ერთ თვეში 21 წლის გავხდები. მამამ მითხრა, რომ ჩემს დაბადების დღეზე დაუვიწყარ სიურპრიზს გამიკეთებდა, იმედი მაქვს ახლა მაინც მაჩუქებს კნუტს! თითქმის მთელი ცხოვრებაა ფუმფულა კნუტზე ვოცნებობ. შესაძლოა ეს წელი ჩემთვის ყველაზე იღბლიანი იყოს!

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now