24. დაკრძალვა

408 27 17
                                    

ალექსანდრა

დღევანდელი დღე განსაკუთრებით ემოციურია, დღეს რობერტო სანჩესის დაკრძალვაა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით ემოციურია, დღეს რობერტო სანჩესის დაკრძალვაა. დამიანოს არ უნდოდა დაკრძალვაზე მეც რომ წავსულიყავი, თუმცა დავიჟინე. არ შემეძლო ჩემი მეგობარი რთულ სიტუაციაში მიმეტოვებინა. ელექტრა ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად იქცა, ის მამამისის სიკვდილს ძალიან განიცდიდა და ნუგეშს მხოლოდ ჩვენთან საუბარში და დენთან ახლოს ყოფნაში პოულობდა. ელექტრა და დენიც ძალიან დაახლოვდნენ, მუდამ ერთად არიან და დარწმუნებული ვარ ერთადაც წვანან. რამდენჯერმე შევნიშნე დენის საძინებლიდან გამთენიისას გამოსული ნახევრად შიშველი ელექტრა.

მიშელი ისევ არ იღვიძებს, თუმცა დანიელა ამბობს, რომ მონიტოორზე მისი სასიცოცხლო მონაცემები დასტაბილურდა. იმედი მაქვს მიშელი მალე დაგვიბრუნდება, მის გარეშე სახლი ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო. მენატრება მისი სპონტანური ცეკვები, მასთან ერთად გართობა და მისი ჩხუბი ჩემს კნუტთან ლილისთან. ლილი მიშელის პალატიდან ვერ გამომყავს, მუდამ მასთანაა და მის საწოლზე ფეხებთან წევს.

დღეს რობერტო სანჩესის დაკრძალვაზე უნდა წავიდეთ. სახლში რამდენიმე მცველი და მარტა დარჩება მიშელის მისახედად. დამიანო დღეს სასტიკად დასტრესილია და მისი მესმის. ვიაზრებ რომ ჩვენი გარეთ გასვლა სახიფათოა, ლორენცო და მარია შესაძლოა ნებისმიერ დროს დაგვესხან თავს, თუმცა ელექტრას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომაც ნებისმიერი მოულოდნელობისთვის ემოციურად მზად ვარ. თანაც დამიანოსა და ელექტრას მცველები ტერიტორიას გააკონტროლებენ და უსაფრთხოების ნორმებს მაქსიმალურად დაიცავენ.

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now