10. პაემანი

716 35 0
                                    

მილა

მე და დამიანო უფრო და უფრო დავახლოვდით

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

მე და დამიანო უფრო და უფრო დავახლოვდით. ის ბევრად მოსიყვარულე და თბილი გახდა, ვერასდროს ვიფიქრებდი თუკი მის ასეთ მხარეს ოდესმე დავინახავდი. დამიანო ბოლო დროს ხშირად მეხება, თუმცა არა შეუფერებლად, მეხება ძირითადად ლოყაზე, შუბლზე, მხრებზე, მკლავებზე. მისი შეხება მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე ჩემთვის ახალია.

დამიანოსთან ერთად ძალიან ხშირად ვუყურებ ფილმებს, ხშირად ვეხუტები . მის მკლავებში ყოფნა მომწონს, რადგანაც თავს ასე უსაფრთხოდ ვგრძნობ. როდესაც რომანტიკულ ფილმებს ვუყურებ და შემდეგ ჩვენს ურთიერთობას ვაკვირდები, ვგრძნობ რომ ჩვენს შორის არაერთი ნაპერწკალია, ვგრძნობ რომ ჩემი გრძნობები დანაშაული არ არის. ვიაზრებ, რომ ეს ყოველივე საჭიროა, რათა ნორმალური ცხოვრება შევიგრძნოთ. მამა, უფრო სწორად ლორენცო ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ქალისთვის ქორწინებამდე ნებისმიერი ურთიერთობა მის მრუშულ ყოფაზე და არასწორი ცხოვრების წესზე მიუთითებს, თუმცა ახლა ვგრძნობ, რომ ის მართალი არ იყო. ჩემი გონებიდან თანდათან იდევნება ლორენცოს მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა და ეს მახარებს.

დამიანოსთან ერთად ძილი ჩემი საყვარელი პროცესი გახდა. თუკი ადრე მასთან წოლა ჩემთვის მოუხერხებელი იყო მისი წოლის მანერისა და ხვრინვის გამო, ახლა საერთოდაც აღარ ვწუხდები. მთელი ღამის განმავლობაში ჩახუტებულებს გვძინავს, მისი ხვრინვის ხმა კი უკვე იავნანასავით ჩამესმის.

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora