7. დეენემი

692 38 7
                                    

დამიანო

კლაივი ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ საეჭვოდ დადუმებულია, მისგან აღარაფერი გამიგია

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

კლაივი ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ საეჭვოდ დადუმებულია, მისგან აღარაფერი გამიგია. მეგონა ის თუ არა თავისი ბიჭები მაინც გამოჩნდებოდნენ ბარში, მაგრამ არა, არცერთი მათგან თვალით აღარ მინახავს.. შტორმის წინ ზღვა ყოველთვის მშვიდია ხოლმე, ფაქტია ახლაც ასეა. თითქოს კლაივს და ზოგადად ფანტომთა მაფიას დაავიწყდა მილა.. თუმცა ფაქტია ეს თამაშია, ამ თამაშში კი გამარჯვებული მხოლოდ მე ვიქნები. ვერავინ, ვერცერთი მათგანი ვერ შეეხება მილას, ამას არ დავუშვებ! მთელი ჩემი ძალით, მთელი ჩემი შესაძლებლობებით შევერკინები ფანტომთა მაფიას და დავიცავ იმას, რაც მხოლოდ ჩემია!

ასეთი დამოკიდებულება და გრძნობები ქალისადმი დიდი ხანია აღარ გამჩენია. მილამ მომაჯადოვა.. დამატყვევა.. მისი დანახვის დღიდან ვეღარ ვფიქრობ ვერაფერზე და ვერავიზე მის გარდა. მინდა, რომ ის მუდამ ჩემთან იყოს და ამაში ხელის შეშლა მხოლოდ ერთ ადამიანს, თავად მილას შეუძლია. მისი სურვილისა და ნებრთვის გარეშე არაფერს გავაკეთებ, მას ვერც ჩემთან დარჩენას ვაიძულებ, ის თავისუფალი პიროვნებაა და თავად უნდა გადაწყვიტოს რა უნდა და რა არ უნდა. დარწმუნებული ვარ, ის ჩემს თავს ტომს ამჯობინებს. ვხედავ, რომ მათი ურთიერთობა დღითიდღე უფრო და უფრო ძლიერი და თავისუფალი ხდება. ისინი ერთმანეთს კარგად ეწყობიან. არ დაგიმალავთ, ცოტათი მშურს კიდეც და იმასაც კარგად ვხედავ, რომ მილასთვის მეორე ადგილას გადავინაცვლე.

შეიძლება მილა მთელ ღამეს ჩემს გვერდით ატარებს, თუმცა, სამაგიეროდ მთელი დღის განმავლობაში ტომთან ერთადაა. იქნებ საერთოდაც უმჯობესი იქნება თუკი ტომისა და მილას ურთიერთობას ხელს არ შევუშლი?

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now