11. საჩუქარი

697 34 4
                                    

*გაფრთხილება*

თავი შესაძლოა შეიცავდეს კონტენტს, რომელიც ეხება წამებასა და მკვლელობას.

___________________________________________

დამიანო

ნამდვილი ლაჩარი ვარ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ნამდვილი ლაჩარი ვარ.

ეგოისტი იდიოტი ვარ, რომელიც არასწორ ნაბიჯებს დგამს.

მილას ვინაობის, წარსულისა და მისი მშობლების შესახებ ყველაფერი ვიცი. მათი ფოტოებიც კი მაქვს სეიფში. მაგდალინასა და ოლივერს რეალურადაც ვიცნობდი და იმის თქმაც შემიძლია, რომ მილა ძალიან ჰგავს დედამისს. არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ხასიათითაც. როცა გუშინ მანქანებით რბოლა მოვაწყეთ მასში, მილას პაწაწინა სხეულსა და სულში, ცეცხლი დავინახე, იმავე ცეცხლსა და ტემპერამენტს ვხედავდი დედამისშიც მაშინ, როცა პატარა ვიყავი. მე და მამა მუდამ როსების გვერდით ვიყავით. ის კი რასაც ახლა ვაკეთებ, ალბათ, მამაჩემს ძალიან განარისხებდა.

მილამ არაერთხელ მკითხა თავისი წარსულის შესახებ, არაერთი შესაძლებლობა მქონდა იმისა, რომ მისთვის სიმართლე გამემხილა, თუმცა მე მუდამ უკან ვიხევდი. რატომ? ეს თავადაც არ ვიცი. იქნებ შინაგანად მგონია, რომ ის ჩემს ადგილს, მაფიის მთავარ ტახტს დაიკავებს? ეგოისტური მიზეზია, ვიცი. იქნებ მის დაცვას ვცდილობ? თუმცა ის ბევრად უსაფრთხოდ იგრძნობს თავს მაშინ, როცა თავის ნამდვილ ვინაობას გაიგებს. იქნებ უკან იმიტომ ვიხევ, რომ არ მინდა მისი დაკარგვა? იქნებ არ მინდა წავიდეს და მარტო დავრჩე? ესეც ეგოისტური მიზეზია, ვიცი.

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now