20. თავდასხმა

500 31 8
                                    

*გაფრთხილება*

სიკვდილი, ძალადობა, სისხლისღვრა - ამ თავის ძირითადი თემები იქნება.

________

დამიანო

დამიანო: ალექსანდრა, დაიხარე!!

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

დამიანო: ალექსანდრა, დაიხარე!!

ალექსანდრას გადავეფარე და მასთან ერთად ძირს გავწექი, ირგვლივ კივილის, ტირილისა და იარაღის გამაყრუებელი ხმა ისმოდა. შემდეგ კი სწრაფად წამოვდექით და კედლის უკანა მხარეს დავდექით.

დაბნეული ალექსანდრა წამოდგომისთანავე მთავარი კარისკენ გაემართა, თუმცა ხელი მოვკიდე და ჩემთან დავაბრუნე. ფაქტია, მთავარი ნაბიჭვრები გარეთ იყვნენ და ჩვენს გასვლას ელოდებოდნენ.

ალექსანდრა: ჩვენ უნდა-

დამიანო: შშშშშშშ..

ალექსანდრას პირზე ხელი ავაფარე, რათა გაჩუმებულიყო. მანაც თავი დამიქნია, სანდრას ხელი ჩავკიდე და ჩემი კაბინეტისაკენ გავეშურე, რათა შიდა და გარე კამერებით ყველაფერი გამეკონტროლებინა და რაიმე გამოსავალი მომეძებნა. როგორც კი კაბინეტში შევედით, მონიტორს დავხედე და დავინახე, რომ რამდენიმე ნაბიჭვარი ჩემი კაბინეტისაკენ მოემართებოდა, რამდენიმე წამში კაბინეტის კარი გაიღო და მეც სამ ფანტომს ტყვია შუბლში ვუთავაზე. შეშინებული ალექსანდრა ჩემს უკან იდგა.

ალექსანდრა: ღმერთო, დაგვეხმარე..

დამიანო: პატარავ, იარაღი აიღე. ღმერთი ახლა ვერ დაგვეხმარება. აქედან მალე უნდა გავიდეთ, ქვედა სართულზე უნდა ჩავიდეთ, დერეფნის ბოლოს საიდუმლო კარია, ასე გარეთ გახვალ. რაც არ უნდა მოხდეს, უბრალოდ ჩემთან ახლოს დარჩი და ნებისმიერ ადამიანს, ფანტომთა მაფიის ქუთუკით შემოსილს, ესროლე. შეძლებ ამ ყოველივეს?

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now