2. შეხვედრა მონსტრთან

692 33 9
                                    

მილა ვაითვორსი

ბარში შევედი და ჯერ კიდევ ვერ ვიმორჩილებდი ფეხებს

Oops! Ang larawang ito ay hindi sumusunod sa aming mga alituntunin sa nilalaman. Upang magpatuloy sa pag-publish, subukan itong alisin o mag-upload ng bago.

ბარში შევედი და ჯერ კიდევ ვერ ვიმორჩილებდი ფეხებს... მთელი სხეული მითრთოდა.. შემდეგ კი უცნობი ხმა გავიგონე..

დენი: აბა, აბა, აბა აქ ვინ გვყავს? რა მოხდა მშვენიერო გზა აგერია?

ბარმენმა თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა და გამიღიმა. მასთან მივედი.

მილა: გამარჯობა..

დენი: დაბნეული ჩანხარ, ნებისმიერი ალკოჰოლი გამბედაობას შეგმატებდა, მშვენიერო.. დაგისხა?

ვისკის ბოთლისკენ მანიშნა მე კი უარის ნიშნად თავი გავიქნიე.

დენი: დაძაბული ჩანხარ, მოდუნდი. ვინმეს ეძებ?

მილა: მე.. მე.. დამიანოს სანახავად ვარ..

შევამჩნიე რომ ყველა მე მიყურებდა, მოულოდნელად კი ორი მამაკაცი მომიახლოვდა.

მიშელი: პატარა ფისუნია მონსტრის სანახავადაა მოსული? ჰმმ... ნუთუ განადგურებისთვის მზად ხარ?

აქამდეც შეშინებული ვიყავი, მაგრამ იმის გააზრება რომ მამაკაცს, რომელთანაც უნდა დავწოლილიყავი თანაც პირველად, მონსტრს ეძახდნენ გულს მიჩერებდა.

მილა: თუკი დაკავებულია, წავალ..

დენი: არა, ასე სწრაფად არა! აქ ხომ დამიანოს სანახავად მოხვედი? ალბათ იცი ხომ ის ვინცაა? იცნობ?

თავი უარის ნიშნად გავიქნიე.

მიშელი: მოიცადე მასზე არაფერი გსმენია?

მილა: არა..

მიშელი: მაშინ აქ რატომ ხარ?

მილა: ჩემმა ძმამ გამომგზავნა..

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon