12. დაკარგული პრინცესა

641 34 2
                                    

მილა

დამიანო: მაპატიე, მილა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

დამიანო: მაპატიე, მილა. შენ დაკარგული პრინცესა, ალექსანდრა როსი ხარ.

დამიანომ მარკუს ბენსონის სასტიკი მკვლელობის შემდეგ აღიარა, რომ ჩემი ვინაობის შესახებ ყველაფერი იცოდა.

ტომი: რა?!

ქრისი: რამდენი ხანია რაც ეს იცი?!!

მიშელი: რა ჯანდაბაა დამიანო?!! ეს როდის გაარკვიე?!!

ტომი: რამდენი ხანია რაც გვატყუებ?!!!

ბიჭები მრისხანებისგან ხმას ვეღარ აკონტროლებდნენ და ახლა უკვე ყვიროდნენ. მათ კითხვებზე პასუხი მეც ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. მე მხოლოდ დამიანოს ვუყურებდი და ვგრძნობდი უდიდეს ტკივილს, ტკივილს, რომელიც ტყუილსა და ღალატს მოჰყვება ხოლმე.. გული ძალიან მტკიოდა.. დამიანო მატყუებდა.. ამის გააზრება კი ცუდად მხდიდა.

დამიანო: სიმართლე იმ დღეს გავიგე, როცა გავარკვიეთ, რომ მილა ვაითვორსი არ იყო.. მარკუსი დეტალების გარკვევასა და მტკიცებულებების მოძიებაში დამეხმარა.

ქრისი: გამოდის რომ უკვე კვირეებია ამის შესახებ იცი?!!

დამიანო: კი, ძალიან ვწუხვარ მილა..

მიშელი: წუხხარ? შენი მწუხარება რას უშველის?!! შენ მთელი კვირეების განმავლობაში თვალებში გვიყურებდი და თითოეულ ჩვენგანს გვატყუებდი!!

დენი: მარკუსი ამ ყველაფრის გამო მოკლეს! ჩვენთვის სიმართლე თავის დროზე რომ გეთქვა, მას დავიცავდით და გადავარჩენდით!

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now