19. ჩემი

714 26 35
                                    

AUTHOR NOTE:

ჩემო ძვირფასებო და ტკბილებო, 

პირველ რიგში უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემი მხარდაჭერისთვისა და იმ ყურადღებისთვის, რომელიც მეთვრამეტე თავის ბოლოს კომენტარებში გამოიჩინეთ. თითოეულ თქვენგანს გიცნობთ, ვიცი, რომ საკმაოდ დიდი ხანია ჩემს გვერდს თვალს ადევნებთ და ერთგულად მომყვებით. მინდა გითხრათ, რომ წავშალე თქვენი კომენტარები მეთვრამეტე თავის ბოლოს და ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ არ მინდა ჩემს გვერდზე რაიმე სახის ნეგატივში მონაწილეობას იღებდეთ, თქვენი ადგილი სიბინძურესა და ქაოსში არ არის. ადამიანები, ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ისეთ აჟიოტაჟს იწვევენ როგორიც დღეს ჩვენს მშვიდ მყუდრო იდილიაში გამოიწვიეს, მრავლად არიან, იყვნენ და იქნებიან კიდეც. ეს ცხოვრებაა. ეს რეალობაა, რომლის შეცვლაც სამწუხაროდ არავის შეუძლია. შეგვიძლია ასეთი ადამიანების გარკვეულ წილად გაფილტვრა, მაგრამ იცით რა? ზოგჯერ არაა საჭირო. ამით თავადვე დაიღლებით. ყველა მათგანზე თუ ყურადღებას გავამახვილებთ, ცხოვრების სიფერადესა და მშვენიერებას ვეღარ დავინახავთ. არ გთხოვთ იმ ბინძური ექაუნთის დარეპორტებასა და დამიუთებას, რადგანაც არაერთი სხვა ექაუნთის შექმნა ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია, ეს ყოველივე კი ერთი და იგივე ადგილის ტკეპნას ემსგავსება და დამღლელია.

დღეს მომხდარი ინციდენტი ერთ-ერთი ცუდი გამოცდილება იყო ჩემთვის. მოთხრობების წერა დავიწყე იმ მიზნით, რომ შემექმნა სასიამოვნო და პოზიტივით დამუხტული გარემო, რომელშიც ნებისმიერი ადამიანი შეეცდებოდა გაქცევასა და დასვენებას. მინდოდა შემექმნა თქვენი კომფორტის ზონა. დიახ, ვიცოდი, რომ უამრავ სიბინძურეს წავაწყდებოდი. ისიც ვიცოდი, რომ ბევრი ჩემი გვერდის დაბინძურებასაც შეეცდებოდა. ეს ყოველივე ვიცოდი, მაგრამ პირველ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. პირველად როდესაც ჩემი ყველა ფიკი ამ პლატფორმიდან უბრალოდ გავაქრე ვთქვი, რომ უკან აღარასდროს დავბრუნდებოდი. გაინტერესებთ მაშინ რა მოხდა? ქურდობა, პლაგიატი, შეურაცხყოფა, სიბინძურე. ადამიანები სხვადასხვა პლატფორმებიდან იპარავდნენ ჩემს ფიკებს, ანთავსებდნენ პოსტებს ამოჭრილი სქრინშოთებით და მსგავს სიბინძურეს ბოლო არ უჩანდა. ამიტომაც მაშინ გადავწყვიტე, რომ უბრალოდ წავსულიყავი. წავსულიყავი და წამეღო ჩემი ყველა ფიკი. ასეც მოვიქეცი. ბევრი თქვენგანი, მათ შორის ის ადამიანიც, რომლის გამოც ამ ყოველივეს ვწერ, ხვეწნა-მუდარით მთხოვდით დაბრუნებას. ეს ყოველივეც კარგად მახსოვს. ზოგი ამაყი და ამპარტავანი ავტორის სახელით მომიხსენიებთ და ამბობთ, რომ წარმოდგენა არ მაქვს თავზე და*** რას ნიშნავს. ვაი, რომ თქვენზე კარგად ვიცი ეს ყოველივე. 

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now