14. ეშმაკის შრეში

569 32 2
                                    

*გაფრთხილება*

თავში მოცემული თემატიკა შესაძლოა რთულად წასაკითი იყოს ზოგიერთი მკითხველისთვის. თავში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა ძალადობა, წამება და სიკვდილი.

______________________________________________

ალექსანდრა როსი

ჩემი დღევანდელი დილა სასწაულად სასიამოვნოდ დაიწყო

Oops! Această imagine nu respectă Ghidul de Conținut. Pentru a continua publicarea, te rugăm să înlături imaginea sau să încarci o altă imagine.

ჩემი დღევანდელი დილა სასწაულად სასიამოვნოდ დაიწყო. ჯერ ჩემი სიზმარი.. შემდეგ სიზმარი რეალობაში.. ამ ყოველივემ ახალ ემოციებს მაზიარა.. თითქოს სამყარო უფრო მეტად ფერადი გახდა.. დამიანოს დილანდელმა ქმედებამ და ჩემმა პირველმა ორგაზმმა ჩემში ახალი, სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი, გამოაღვიძა.. სასიამოვნოა, როცა შენთვის საყვარელი ადამიანი პირველ სექსუალურ გამოცდილებას გაზიარებს.. 

შუადღე და საღამოც დილანდელივით სასიამოვნოდ დამღლელი იყო.. სპორტ დარბაზში მე და ტომი რამდენიმე საათის განმავლობაში ვვარჯიშობდით. მთელი ვარჯიშის განმავლობაში ვგრძნობდი დამიანოს მზერას და ეს უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა, მინდოდა დაენახა, რომ თანდათან უფრო მეტად ვძლიერდებოდი.. მინდოდა მას ჩემი ყველანაირი მხარე შეეგრძნო. 

სპორტ დარბაზში ვარჯიშისაგან იმდენად დავიღალე, რომ სუფთა ჰაერზე გასვლა კი არ მინდოდა, მჭირდებოდა. წყლის ბოთლი ავიღე და ბიჭები გავაფრთხილე, რომ ცოტა ხნით ეზოში ვიქნებოდი. როგორც წესი ბაღში ყოფნას სახურავზე ყოფნა მერჩივნა, მაგრამ დღეს რატომღაც ბაღში გავედი და საქანელაზე ჩამოვჯექი. ირგვლივ სახლის დაცვის ბიჭები თავიანთ საქმეს აკეთებდნენ. მე კი უბრალოდ სუფთა ჰაერითა და მზის სხივებით ტკბობას განვაგრძობდი და ისევ დილანდელზე მეფიქრებოდა.. მაინტერესებდა დამიანოს გულწრფელი ემოციები.. მას არასდროს უთქვამს, რომ ვუყვარვარ, თუმცა მისი დილანდელი ქმედებები და საერთოდ ამ ბოლო დროინდელი დამოკიდებულება ნამდვილად ცხადყოფს იმას, რომ მას მოვწონვარ.. ნეტავ ოდესმე თუ მოუნდება ჩემზე დაქორწინება? ვიცი, რომ ის ერთხელ უკვე იყო დაქროწინებული, თუმცა ამ თემაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებს.. 

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum