3. სახლი, ტკბილი სახლი

791 36 6
                                    

დამიანო მორეტი

მე დამიანო მორეტი ვარ, იტალიური მაფიის ლიდერი, მტრები ცივსისხლიან მგელს მეძახიან, რადგან ყოველთვის ვიცავ იმას რაც ჩემია ნებისმიერი მეთოდით, მარტო არასდროს ვმოქმედებ, სწორედ ამიტომ ჩემს ხალხს მგელთა ხროვას ადარებენ

Ops! Esta imagem não segue nossas diretrizes de conteúdo. Para continuar a publicação, tente removê-la ou carregar outra.

მე დამიანო მორეტი ვარ, იტალიური მაფიის ლიდერი, მტრები ცივსისხლიან მგელს მეძახიან, რადგან ყოველთვის ვიცავ იმას რაც ჩემია ნებისმიერი მეთოდით, მარტო არასდროს ვმოქმედებ, სწორედ ამიტომ ჩემს ხალხს მგელთა ხროვას ადარებენ. ბევრი მიმდევარი მყავს, თუმცა მათგან საკუთარ სიცოცხლეს მხოლოდ ოთხ მათგანს ვანდობ ქრისს, ტომს, მიშელს და დენს. დანარჩენებს 100 პროცენტით ვერ ვენდობი.

ჩემი მაფია ნარკოტიკების შექმნასა და რეალიზაციაშია ჩართული, დენი მთელს ევროპაში საუკეთესო ქიმიკოსია, ასე რომ ჩვენი ნარკოტიკები საუკეთესოა. ქრისი საუკეთესო ჰაკერია, მის მიერ შექმნილი უსაფრთხოების სისტემა ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა. მიშელი ბარსა და კლუბებს აკონტროლებს. ტომი კი იარაღებისა და ფიზიკური ბრძოლის მეფეა. სწორედ ამიტომ არიან ისინი ჩემი მაფიის ელიტარული ჯგუფის მთავარი წევრები.

თავდაპირველად მორეტების ანუ ჩემი ოჯახი მაფიის სათავეში არ იყო, ჩვენ როსების ოჯახის უბედური შემთხვევის შემდეგ მივიღეთ ეს მემკვიდრეობა. მამაჩემი როსების ოჯახის შემდეგ მეორე კაცი იყო, როსების ოჯახის მთავარი წყვილი, მის როსი და მისტერ როსი ავტოავარიამ იმსხვერპლა, მათი მცირეწლოვანი ქალიშვილი კი უბრალოდ გაუჩინარდა, პატარა პრინცესა როსის შესახებ დღემდე არავინ არაფერი იცის. მამაჩემი მრავალი წლის განმავლობაში ეძებდა დაკარგულ პრინცესას, თუმცა ამაოდ, სიკვდილის წინ კი მამას პირობა მივეცი, რომ დაკარგულ პრინცესას ვიპოვნიდი. ფაქტია პრინცესა ან მოკლეს ან გაიტაცეს. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ჭორი იმის შესახებ რომ პრინცესა 21 წლის ასაკში დაბრუნდება და მთლიან მაფიას ხელთ იგდებს ჩემი მაფიის ყველა წევრმა იცის ეს, არსებობს იმის ვარაუდიც რომ პრინცესა გაიტაცეს და სწორედ მისი გამტაცებელი აიძულებს მას მაფიის ხელში ჩაგდებას და შემდეგ მისთვის გადაცემას. იმის წარმოდგენა კი რომ მოვა ვიღაც და ყველაფერს წამართმევს ჭკუიდან მშლის.

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora