28. ახალი ფურცელი

335 23 12
                                    


ალექსანდრა

რამდენიმე დღეა რაც მე, ტომი და გოგონები ელექტას გარდა, დამიანოს სანაპირო სახლში გადმოვსახლდით

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

რამდენიმე დღეა რაც მე, ტომი და გოგონები ელექტას გარდა, დამიანოს სანაპირო სახლში გადმოვსახლდით. ბიჭები დამიანოსთან დარჩნენ ტომის დაჟინებული მოთხოვნითა და თავიანთი დატვირთული საქმეების გამო. უკვე სამი ღამეა რაც დამიანოს გვერდით აღარ მძინავს, მას მხოლოდ მობილურით ვეკონტაქტები და ისიც იშვიათად, დამიანო ძირითადად დაკავებულია და ჩემთვის ვეღარ იცლის. სანაპირო სახლში გადმოსვლის დღიდან უდიდეს სისუტესა და დაღლილობას ვგრძნობ, ტომმა ხუმრობით ისიც მითხრა ალბათ ორსულად ხარ და ამის ბრალიაო, მე კი მთელი დღეა სწორედ ჩემს ფეხმძიმობაზე მეფიქრება. მუდმივი თავის ტკივილი, საშინელი დაღლილობა, ემოციური არასტაბილურობა და მუდმივად გაღიზიანებულ მდგომარეობაში ყოფნა ჩემთვის უკვე აუტანელი ხდება.

ნუთუ მართლა ფეხმძიმედ ვარ? მე და დამიანოს სექსი არაერთხელ გვქონდა თუმცა არ ვიცი.. შესაძლებელია რომ ჩემში ვიღაც კიდევ იყოს? სრულიად უცხო ახალი არსება.. ჩემი პატარა ადამიანი?

არ ვიცი.. იქნებ ვცდები. სანაპირო სახლიდან აფთიაქი საკმაოდ შორსაა, ამიტომ ჯერჯერობით წასვლას ვერ ვახერხებ, დანარჩენებისთვის თქმა კი მერიდება. სანაპირო სახლში ყოფნას მხოლოდ ორი დადებითი რამ აქვს, პირველი - ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ და მეორე - უმშვენიერესი კატერინა თავისი ალისფერი თმებითა და უთბილესი ღიმილით ყოველ დღეს მიხალისებს.

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now