26. პრინცესას ძიებაში

588 32 2
                                    

დამიანო

რობერტოს დაკრძალვაზე ვიყავით, როცა ალექსანდრამ ბავშვის ტირილის  ხმა ახსენა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

რობერტოს დაკრძალვაზე ვიყავით, როცა ალექსანდრამ ბავშვის ტირილის  ხმა ახსენა. მე პირადად არაფერი გამიგონია და საეჭვოც არაფერი შემინიშნავს. ვიფიქრე, რომ ალბათ უბრალოდ მოეჩვენა. დაძაბულობის დროს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა იცი რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა თავს დაგესხან, შენი გონება განსაკუთრებულად მუშაობას იწყებს და ხშირად გეჩვენება ისეთი რაღაცეები, რაც რეალურად არ არსებობს.

რობერტოს დაკრძალვის შემდეგ სანჩესთა სახლში შევედით, სადაც ელექტრასა და მისი მშობლების უამრავი ფოტო-სურათი ეკიდა. ალექსანდრა ელექტრას ნათესავებს ესაუბრებოდა, ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა მოულოდნელად ალექსანდრა ჩემი მზერიდან გაქრა. მის მოსაძებნად გასვლა დავაპირე, თუმცა ჩემი ერთ-ერთი მცველი სანჩესთა სამფლობელოში ატირებული შემოვარდა, ხელში კი სისხლში ამოსვრილი პატარა გოგონა ეკავა.

მცველი

მცველი: დამეხმარეთ!! გემუდარებით დამეხმარეთ, ის გადამირჩინეთ!! გთხოვთ!

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მცველი: დამეხმარეთ!! გემუდარებით დამეხმარეთ, ის გადამირჩინეთ!! გთხოვთ!

მცველი მუხლებზე დაეცა და დაჭრილი გოგონა გულზე მიიხუტა. დანიელა მაშინვე ბავშვთან მივიდა და მისი შემოწმება დაიწყო მანამ, სანამ ჩვენ მომხდარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვიღებდით.

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now