18. ადვოკატი ნაწ. 2

532 36 12
                                    

დამიანო

მისაღებში მას შემდეგ ვბოდიალობდი, რაც მის ელენმა კაბინეტიდან გამომიშვა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მისაღებში მას შემდეგ ვბოდიალობდი, რაც მის ელენმა კაბინეტიდან გამომიშვა. ახლა სტრესსა და დაძაბულობას ვგრძნობდი. მის ელენი ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ალექსანდრას უარი არაფერზე ეთქვა და თავისი სრული მემკვიდრეობა ოფიციალურად მიეღო.  ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მალე ყველაფერს დავკარგავდი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ ვნანობდი ალექსანდრას პოვნასა და მის თავდავიწყებით შეყვარებას. ყველაფერი ბოლოს თავის პატრონს უბრუნდება, ეს ბუნების კანონია და მას წინ ვეღარავინ აღუდგება. ალექსანდრას გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში უამრავი ახალი ფერი და სიხალისე შემოიტანა და რაც არ უნდა მოხდეს ამ ყოველივეს არასდროს ვინანებ.

მისაღებში ტომი შემოვიდა, გვერდით მომიჯდა და ვისკის ჭიქა გამომიწოდა.

დამიანო: მადლობა.

ტომი: ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობ.

მისაღებში კისკისით ხელჩაკიდებული დანიელა და ქრისი შემოცვივდნენ. ჩემი დანახვისთანავე დასერიოზულდნენ და გვერდით მომისხდნენ.

ქრისი: როგორც ვხვდები ელენი უკვე მოვიდა..

დამიანო: კი და სულ მალე ყველაფერს დავკარგავ.

ვისკი მოვსვი.

ქრისი: კი მაგრამ ეს ყოველივე რეალურად შენი არც არასდროს ყოფილა და ეს თავადაც კარგად იცოდი.

ქრისს გავხედე, მართალია.. ეს ყოველივე ჩემი არასდროს ყოფილა..

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now