4. პირველი დილა

761 39 11
                                    

მილა

მთელი ღამის განმავლობაში არ მეძინა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მთელი ღამის განმავლობაში არ მეძინა. ვცდილობდი თვალები დამეხუჭა და ძალით მაინც დამეძინა, მაგრამ რამდენჯერაც თვალი მოვხუჭე დამიანოს ხვრინვის ხმა მაღვიძებდა, მართლაც მონსტრის ხმებს გამოსცემდა.

ღამით თვალი მოვკარი მის შიშველ მკერდს, მამა ალბათ ჩემით ძალიან იმედგაცრუებული იქნებოდა, როცა გაიგებდა რომ უცხო მამაკაცის საწოლში ვწევარ და მის თითქმის შიშველ სხეულს ვათვალიერებ.. გუშინ ძალიაან ბევრი წესი დავარღვიე, მამაკაცების საკვები ვჭამე, მათი სასმელი მივირთვი, მამაკაცს მივაშტერდი შიშველ სხეულზე და მისსავე საწოლში დავწექი დასაძინებლად.. თუკი მამა ამ ყოველივეს გაიგებს სასტიკ სასჯელს ვერსად გავექცევი.

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრებაში პირველად თავს ვგრძნობ კარგად. თითქოს ჩემს ერთფეროვან არსებობაში, უცაბედად შემოიჭრა ახალი ფერები, ახალი სიცოცხლე. ახლა ვგრძნობ, რომ კი არ ვარსებობ, არამედ ჩვეულებრივი ადამიანივით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ცხოვრების უფლება მაქვს. თუმცა ალბათ უმჯობესია ეს აზრები გონებიდან მოვიშორო, მე ხომ ასეთი არ ვარ, ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე არ მეკუთვნის.. დღეს მე დიასახლისი ვარ, ასე რომ უმჯობესია ავდგე და საქმეს მივხედო.

საათს გავხედე და კინაღამ გული გამისკდა. უკვე დილის 9 საათი იყო. დამიანომ კი დამავალა რომ 9 საათზე საუზმე უკვე მზად უნდა ყოფილიყო. დღეს სასჯელს ნამდვილად ვერ ავცდები.

საწოლიდან ადგომა ვცადე თუმცა დამიანოს მკლავი ჩემს წელზე იყო შემოხვეული და მჭიდროდ მიზიდავდა თავისკენ. პანიკამ ვენებში გამიარა და კანკალმა ამიტანა. არ მინდოდა რომ მას დავესაჯე, მე მუდამ კარგი გოგოს იმიჯი მქონდა მორგებული, კარგი მორჩილი ვიყავი, აქ კი რატომღაც ყველაფერი ირეოდა. რას გააკეთებს როცა გაიგებს, რომ მისი ბრძანება არ შევასრულე და საუზმე ვერ მოვამზადე? როგორ დამსჯის? რას გამიკეთებს?

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now