6. უხასიათობა

672 35 3
                                    

მილა

ბოლო კვირის განმავლობაში ვამჩნევ, რომ ყველა უხასიათოდაა

Йой! Нажаль, це зображення не відповідає нашим правилам. Щоб продовжити публікацію, будь ласка, видаліть його або завантажте інше.

ბოლო კვირის განმავლობაში ვამჩნევ, რომ ყველა უხასიათოდაა. ვცდილობ მათ საქმეში არ ჩავერიო და ისინი არ შევაწუხო ჩემი შეკითხვებით, არ ვიცი რას გააკეთებენ თუკი გზაზე გადავეღობები იმდენად ცუდ განწყობაზე არიან. მე პირადად ბოლო პერიოდის განმავლობაში ცუდად არ მეპყრობიან, თუმცა ვგრძნობ რომ ჩემდამი ცოტათი გაცივდნენ, დიდი ალბათობით იმის გამო, რომ სხვა რაღაცეებზე არიან გადართულნი. მათ რაღაც აწუხებთ, რისი ჩემთან გაზიარებაც არ უნდათ, ალბათ არცაა საჭირო, რომ ვიცოდე, თუმცა ცნობისმოყვარეობა თავისას შვება და გულგრილად ყოფნა არ შემიძლია.

გასულ კვირას თუკი თავისუფლების გემო ვიგრძენი და ახალი ელფერები შევიგრძენი, ამ კვირაში ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს შინ დამაბრუნეს. მთელი კვირაა ჩემს ოთახში ვზივარ და წიგნებს ვკითხულობ, ჩემთვის არავის სცალია.
ტომი ზედმეტად მაკონტროლებს, გვერდიდან არ მშორდება და ჩემს ყველა ნაბიჯს აკვირდება. ისეც აღარ ვსაუბრობთ, როგორც ადრე.

ეს ყოველივე მასევდიანებს.

დღეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღეა. დამიანო დენთან და მიშელთან ერთად დილით ადრე წავიდა. ტომი რა თქმა უნდა, ისევ ჩემთან რჩება. ქრისიც ძირითად შემთხვევაში ბიჭებთან ერთად მიდის ხოლმე, თუმცა დღეს სახლში დარჩა, თუმცა ის მაინც არ მაქვევს ყურადღებას ასე, რომ მისი წასვლა ან დარჩენა ახალ მეგობარს სამწუხაროდ ვერ მძენს. ვერ ვხვდები რატომ მაიგნორებს ხოლმე, თუმცა რას ვიზამ..

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now