16. ჩემი ლამაზმანი ექიმი

689 30 7
                                    

ქრისი

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მოიძებნება ქალი, რომელიც ასე სწრაფად მომწონებია

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მოიძებნება ქალი, რომელიც ასე სწრაფად მომწონებია.

როგორც კი ვერცხლისფერთმიანი ქალღმერთი დავინახე ადგილზე გავშეშდი.. საუბრის უნარი დავკარგე და მისი მშვენიერებით ვპარალიზდი. ძალიან დამასევდიანა დანიელას რეაქციამ, მართლა ეგონა რომ მისნაირ სექსუალურ გოგოს განსხვავებული სტილის გამო განვსჯიდი?

მიუხედავად წამიერი წყენისა, ჩემი გული გალღვა, როდესაც მან სექსუალური მიწოდა. დამიანოს ქმედებამ და შეთავაზებამ დანიელას ჩვენთან გადმოსვლასთან დაკავშრებით სასიამოვნოდ გამაკვირვა. დამიანო არასდროს აძლევდა უცხო ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, ჩვენს სახლში დარჩენის უფლებასაც კი. 

ჩვენი სახლის ახალ ბინადარს სახლში წასვლა და თავისი ნივთების გადმოტანა სურდა, ამიტომაც მშვენიერ ექიმს დასახმარებლად გავყევი. სამედიცინო ოთახიდან გასულები არც კი ვიყავით, როცა დანიელამ ხელი ჩამკიდა და ღიმილით გარეთ გამიყვანა. ვგრძნობდი, რომ თითქოს თავიდან დავიბადე, ჩემში ყველა ოდესღაც მიძინებული ემოცია იღვიძებდა.

მანამ, სანამ ალექსანდრას გავიცნობდი, ყველა ქალს მეძავად და ფულის ხამად აღვიქვამდი და მათ ჩემთან მოკარების უფლებას არ ვაძლევდი, აღარ მინდოდა კიდევ ვინმეს გაეტეხა ჩემი გული.. საერთოდ აღარ მინდოდა ქალებთან სერიოზული ურთიერთობები.. თუმცა ალექსანდრამ დამანახა, რომ ვცდებოდი.. მან მიჩვენა, რომ ყველა ქალი ერთნაირი არ არის.. მან ჩემი ნდობა მოიპოვა და მომცა იმის საშუალება, რომ მასთან მეგობრული და კარგი ურთიერთობა მქონოდა.. ეს პირველი ნაბიჯი იყო.

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now