22. სიურპრიზი

512 32 5
                                    

დამიანო

გუშინ ელექტრას ბიძაშვილს მარიას შევხვდით და ჩვენი გეგმის შესახებ მოვუყევით

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

გუშინ ელექტრას ბიძაშვილს მარიას შევხვდით და ჩვენი გეგმის შესახებ მოვუყევით. ვუთხარით, რომ ჯოზეფის დაჭერაში უნდა დაგვხმარებოდა და ამისათვის საჭირო იყო მისი გაგზავნა როულინგთან, მარია როულინგთან მივიდოდა როგორც რობერტო სანჩესის "საჩუქარი". რობერტოს ვენდობი ამიტომაც დარწმუნებული ვარ მარია იმედებს არ გაგვიცრუებს. თუმცა რატომღაც ჩემი პატარა თოჯინა არ მეთანხმება და გუშინდელიდან მოყოლებული მეც და ტომსაც გვიმტკიცებს, რომ მარია სანდო არ არის. ალბათ, უბრალოდ ეჭვიანობს მასზე. მარია მართლაც ძალიან ლამაზი, მიმზიდველი და სექსუალური ვინმეა, თუმცა ჩემი პრინცესა ყველას და ყველაფერს მირჩევნია.

მარია გუშინ ჩვენს სახლში დარჩა, რადგანაც უკვე ძალიან გვიანი იყო. თანაც დეტალები დღეს დილითაც უნდა განგვეხილა. ალექსანდრა მთელი ღამის განმავლობაში მეხუტებოდა, ალბათ ეგონა, რომ სადმე წავიდოდი. აშკარად ეჭვიანობს. საყვარლობაა. 

დღეს დილით თვალი როგორც კი გავახილე გავიაზრე, რომ საწოლში მარტო ვიწექი. შხაპი მივიღე და ჩემი თოჯინას მოსაძებნად დაბლა ჩავედი. სანდრა სამზარეულოში იყო და საუზმეს ამზადებდა. უკნიდან მივუახლოვდი და მისი სხეული ჩემსკენ მივიზიდე, მას რეაქცია არ ჰქონია, ამიტომაც მეტად გავთამამდი და ახლა უკვე კისერზე კოცნა დავუწყე და ყურში ჩავჩურჩულე რომ ძალიან მიყვარს. ისევ ურეაქციოდ განაგრძო ჩემმა პატარა ლამაზმანმა საუზმის მომზადება.

დამიანო: რამე დავაშავე? მგონი ჩემზე ბრაზობ..

ალექსანდრა: არა.. არა.. მაპატიე. შენ არაფერ შუაში ხარ.

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora