23. წამება

552 30 3
                                    

*გაფრთხილება*

მოცემულ თავში მოცემული იქნება წამების მრავალმხრივი სესია.

_____

დამიანო

მთელი ცხოვრებაა, რაც მაფიის გარემოცვასა და სათავეში ვარ

Rất tiếc! Hình ảnh này không tuân theo hướng dẫn nội dung. Để tiếp tục đăng tải, vui lòng xóa hoặc tải lên một hình ảnh khác.

მთელი ცხოვრებაა, რაც მაფიის გარემოცვასა და სათავეში ვარ. უამრავი ადამიანი მომიკლავს, დამნაშავეც და უდანაშაულოც. ამ ყველაფრით დავიღალე. მინდა ჩვეულებრივი ადამიანივით ვიცხოვრო, მინდა მიყვარდეს და ვუყვარდე.. მინდა მეგობრებთან იმას კი არ განვიხილავდე, თუ როგორ მოვიშოროთ ნაბიჭვრები, არამედ მსურს მათთან ჩვეულებრივ, ადამიანურ, მარტივ საკითხებზე ვსაუბრობდე.. არ მინდა ჩემი მეგობრები თავიანთ სიცოცხლეს ჩემს გამო საფრთხეში აგდებდნენ.. მინდა ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდეს, მაფიის ბნელმა მხარემ ძალიან დამღალა.

თუმცა ნაბიჭვარი ავადმყოფები ჩვენი ცხოვრებიდან თავისით არ გაქრებიან, ისინი თავად უნდა მოვიშოროთ. იმედი მაქვს ნაბიჭვარი როულინგი სასტიკი წამების სერიის შემდეგ ვაითვორსისა და მარიას ადგილსამყოფელს გაგვიმხელს.

გუშინ საღამოს ჩემი რამდენიმე მცველი ძველ ქარხანაში გავაგზავნე რობერტოს გვამის წამოსაღებად. ელექტრამ თავის ხალხს დაურეკა და რობერტო სანჩესების დასასვენებელ სახლში გადაასვენეს, რათა მისი ცხედარი დაკრძალვისთვის მოემზადებინათ. ამას რამდენიმე დღე სჭირდებოდა, ამ დროის განმავლობაში ელექტრა ჩემს სახლში იყო, არ უნდოდა შინ დაბრუნება და მამამისის ამ მდგომარეობაში ნახვა, მას მეტი არავინ ჰყავდა.. მამამისის სიკვდილის შემდეგ საბრალო გოგო მგლების ხროვაში ჩაგდებული კრავივით უმწეოდ რჩებოდა. მარიას ინციდენტმა ელექტრას ყველასადმი ეჭვები და უნდობლობა გაუღვიძა, ის ვეღარავის ენდობოდა ჩვენს გარდა.

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ